"ბაიერნი" კარვახალის პასმა გატეხა
თითქმის ყოველი საფეხბურთო უიქენდის შემდეგ გვიწევს კარვახალის შესახებ დაწერა და გამონაკლისი არც ახლა იქნება.
ბუნდეს ლიგის მორიგ ტურში, დანის "ლევერკუზენი," "ალიანც არენაზე" ჩავიდა სათამაშოდ.შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 1-2 დასრულდა.ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ მაშინ, როდესაც ტაბლოზე 1-1 ფიქსირდებოდა, კარვახალმა მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაუწოდა თანაგუნდელს და ამ უკანასკნელმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სწორედ "რეალის" კანტერანოსი გახლდათ.
"დიდებული შეგძნებაა, ევროპის ერთ-ერთი რთული სტადიონიდან 3 ქულის წაღება.ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელის წლუელს, 8 მატჩია წაუგებლად ასპარეზობდა" - აღნიშნა დანიელმა.
"ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სეგუნდა ბ-დან ბუნდეს ლიგაში მოვხდებოდი, შანში მომეცემოდა ევროპის ლიგაზე თამაშისა და მეტიც, დავამარცხდები "ბაიერმს."
"გამიმართლა, რომ გამარჯვების გოლი ჩემი პასით გავიდა."
"მადრიდში დაბრუნებაზე არ ვფიქრობ."
შეგახსენებთ, რომ კარვახალი "რეალ მადრიდ კასტილიადან" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა "ბაიერმა."სამეფო კლუბს უფლება აქვს 2 წლის განმავლობაში გამოისყიდოს მოთამაშე.გამომდინარე იქედან, რომ მარჯვენა მცველი ყველა შეხვედრას დიდებულად ატარებს, ესპანეთში ნამდვილად დაფიქრდებიან კონტრაქტის ხსენებულ პუნქტზე.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 30 ოქტომბერი 2012
- 3 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.