მოუ: "ადვილი გასეირნება არ იქნება"
სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, "ალკოიანოსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
რონალდუს პოზიცია: "არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნათქვამი რაიმეს შეცვლის.ნამდვილად რთულია, როდესაც ყველა გასვლით შეხვედრაში შეურაცყოფას გაყენებენ, თუმცა მთავარია ისაა, რომ კრიშტიანუ ამ ყოველივეზე არ რეაგირებს.ფეხბურთელი უხეშობას უხეშობით არასოდეს პასუხობს."
ოქროს ბურთი: "ჩემთვის აღნიშნული თემა დახურულია.პატივცს ვცემ საბოლოო შედეგეს."
ფაბინიო და ნაჩო: "ფაბინიო იმ წლოვანებისაა, რა წლოვანსებისაც უნდა იყოს კასტილიის ფეხბურთელი.მოთამაშე 23-24 წლის ასაკში თუ ვერ ხვდება "რეალის" პირველ შემადგენლობაში, მას შანსი არ აქვს, 26, 27 და 28 წლის ასაკში დამიკვიდროს იქ ადგილი.ახალგაზრდების შემთხვევაში, ელოდები მისი განვითარების პროგრესის დასასრულს, რათა უხმო სათამაშოდ.სწორედ ამგვარ სიტუაციში იმყოფებიან, ფაბინიო, ხოსე როდრიგესი და ალექსი.მათ საჭირო პოტენციალი აქვთ და ითამაშებენ "რეალის" მთავარ გუნდში.კრიტიკა რომელიც ჩემს მიმართულებით მოდის, უაზროა, რამეთუ ჩემპიონი ვარ დებიუტანტებში.1999 წ-დან 2003-მდე, სამეფო კლუბში 17 ფეხბურთელი დებიუტი შედგა.ესენი იყვნენ: არანდა, სარატე, მინამბრესი, რაულ ბრავო, პავონ, პორტილიო, ვალდო, რუბენი და სვები.ჩამოთვლილთაგან ყველაზე შთამბეჭდავი კარიერა, ბრავოსა და პავონს ჰქონდათ.პელეგრინის ხანაში, 3 კანტერანოსის დებიუტი შედგა.ყველაზე წარმატებული მიგელ ტორესი გამოდგა, რომელმაც არაერთი მატჩი გამართა ძირითადში.რაც შემეხება მე, ნამდვილად დავამსხვრიე ცუდი ტრადიცია და მადრიდში მოსვლის დღიდან, დაახლოებით 30 ახალგაზრდას მივეცი თავის გამოჩენის შანსი."
ურთიერთობა ტორილთან: "ალბერტოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს.მე ვაკეთებს ჩემს საქმე პირველ გუნდში, ხოლო ის მეორე გუნდში.მთავარი გუნდის შემადგენლობაში 3 ისეთი ფეხბურთელია, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია - ხესუსი, ნაჩო და მორატა.ვფიქრობ, აღნიშნული პოზიტიური მოვლენაა ორივე მხარისთვის.აღსანიშნავია, რომ ჩვენ გავსხვაბეული სისტემებით ვათამაშებთ გუნდებს.მაგალითისთვის, "კასტილიაში" არსებობს ისეთი პოზიციები, რომელბსაც ჩვენთან ვერ ნახავთ.სწორედ ამგვარია, ხესეს პოზიცია მოედანზე, რომელიც თამაშობს ცხრა და ნახევარს (nine and a half).ტორილი 4-4-2 ით ათამაშებს ფეხბურთელებს, რაც მათთვის კარგი არარის."
"ტორილმა ყველაფერი იცის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.ნაჩო არასოდეს უნდა ეთამაშა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მაგრამ მან ეს ამპლუა მიუჩინა ფეხბურთელს, რამეთუ სრული დამოუკიდებლობა აქვს არჩევანში.მისი გადასაწყვეტია, სეგუნდაში მე-4, მე-5, მე-6 პოზიციებზე გასვლა უფრო მნიშვნელოვანია, თუ მოთამაშის განვითარება.რა თქმა უნდა, პირველ გუნდზე აზრის გამოთქმის უფლება აქვს."
ალკოიანოსთან მატჩი: "არ ვფიქრობ, რომ "ალკოიანოს" საშინაო არენაზე, ადვილი იქნება გამარჯვების მოპოვება.ჩემს ფეხბურთელებს გაუჭირდებათ თამაში, რამეთუ მოწინააღმდეგე ძალზედ მოტივირებული და იმედით აღსავსეა.ჩვენი მიზანია ორმატჩიანი ორთაბრძოლის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა.ვაფასებ, მეტოქეს."
ვარანი: "მისი დებიუტი მიმდინარე სეზონში არ შემდგარა.ფრანგს 20-მდე შეხვედრა აქვს ჩატარებული "რეალში."ეს შეიძლება სიურპრიზი იყოს არადაახლოვებული პირისთვის, მაგრამ ჩვენთვის არაა."
ინფორმაციის წყარო: as.com
პ.ს. მეგობრებო, სათარგმნა საკმაოდ რთული სტატია გახლდათ და თუ რომელიმე წინადადება სწორედ ვერ გადმოვეცი, მომიტევეთ.
- 30 ოქტომბერი 2012
- 2 944
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.