ვარანი: "ვიმედოვნებ, რომ კვლავ ვითამაშებ და გუნდს დავეხმარები"
ფრანგმა მცველმა დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა...
"ადრეული მატჩი რთული იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. მწვრთნელი მენდობა. იმედი მაქვს კვლავ ვითამაშებ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. პეპესთან ერთად ცენტრალურ მცველად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და სწორი მიმართულებით სვლა უნდა გავაგრძელოთ."
"დღეს ჩვენ 3 ქულა მოვიპოვეთ და ეს თითოეულ მატჩში უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე გვაქვს ყურადღება გადატანილი და არა იმაზე, თუ როგორ ითამაშებს "ბარსელონა". ეს არის ძალიან რთული ჩემპიონატი და სამეფო კლუბი ყველა მატჩში გასამარჯვებლად იბრძოლებს."
წყარო: realmadrid.com
- 29 ოქტომბერი 2012
- 1 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.