ბეილი - "რეალის" ახალი სამიზნე
მადრიდის "რეალის" ყურადღებით აკვირდება "ტოტენჰემის" მოთამაშეს. სამეფო კლუბი უელსელი ფეხბურთელის შეძენას მომავალი წლის ზაფხულში შეეცდება. ამ ტრანსფერში შეიძლება ფაბიო კოენტრაოც ჩაერთოს, რადგან ის მადრიდელების სათამაშო სტილს ვერ მოერგო. ცნობილია, რომ "ბლანკოსი" ბეილში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
გარეთს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მისი რეალური სატრანსფერო ფასი 62 მილიონი ევროა. მადრიდელებმა უკვე იციან ამის შესახებ და ისინი მზად არიან ლონდონელების პრეზიდენთან მოლაპარაკებები გამართონ.
წყარო: as.com
- 28 ოქტომბერი 2012
- 2 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.