შანსი მოდრიჩს
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს სამი ხედირას ტრავმა აწუხებს და ის სავარაუდოდ 2 კვირა ვერ გავა მოედანზე, ეს კი შანსს აძლევს ლუკა მოდრიჩს, რომელსაც შეუძლია ყველას დაუმტკიცოს, რომ ძირითადში ადგილს იმსახურებს.
გასაგებია, რომ ლუკას "ბლანკოსის" წინასასეზონო მომზადების მატჩები გაუცდა. რაც ასე უცებ ადაპტაციის გავლის იმედს არ იძლევა, მითუმეტეს პრემიერ ლიგიდან მაშინვე ლა ლიგაში გადმოსვლა და გუნდის სტილში ოპტიმალურად ჩაჯდომა, ალბათ ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე ხორვატს დრო, მოთმინება და მწვრთნელის მხრიდან ნდობა სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოდრიჩი და ხედირა სხვადასხცვა პოზიციის ფეხბურთელები არიან, მადრიდელების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ლუკას გერმანელის პოზიციის აღმოფხვრა სრულად შეუძლია. ამაში მას ხელს უწყობს თავდაჯერებულობა, რაც მას ხშირ შემთხვევაში ახასიათებს.
"ტოტენჰემის" ყოფილმა მოთამაშემ, უკვე ლა ლიგაში ხუთი მატჩი გამართა, აქედან ოთხჯერ საწყისი წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე(გრანადა, რაიო, დეპორტივო, სელტა), ხოლო ერთხელ კი შეცვლიდან შევიდა მოედანზე, როდესაც სამეფო კლუბი "სევილიას" სტუმრობდა. აქედან კი ყველაზე ძაან გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ როდესაც მოდრიჩი მოედანზე საწყისი წუთებიდან ჩნდება, გუნდი იგებს.
იგი დინამიური მოთამაშეა, რომელსაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავდასხმაში თამაშიც შეუძლია, თუ ეს კლუბს ესაჭიროება. "დორტმუნდთან" ის მოედანზე მე-19 წუთზე შევიდა და გუნდს მაშინვე შეეტყო, რომ ბურთი დაიჭირა. დღეს გასამართ შეხვედრაში ალაბთ ის დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინება. მისგან ყველა ველოდებით პარტნიორების მიმართ მოედანზე კარგ დამოკიდებულობას და რაც მთავარია ზუსტ გადაცემებს ფორვარდებზე.
ინფორმაციის წყარო: www.realmadrid.ru
- 28 ოქტომბერი 2012
- 1 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.