დრენტეს თამაშით კმაყოფილნი არიან მადრიდში
ამ სეზონში საკმაოდ მნიშვნელოვანი სტატუსი მიენიჭა როინსტონ დრენტეს. მან გუშინაც მიიღო მონაწილეობა თამაშში და ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია სამეფო კლუბის ქომაგობაზე.
როგორც ვიცით, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სამი სეზონი გაატარა მდრიდის "რეალში", ამ ზაფხულს მის წასვლასაც კი მოითხოვდნენ გუნდის ფანები, მაგრამ მანუელ პელეგრინი ბოლომდე ენდო დრენტეს... როიმ ეს შანსი კარგად გამოიყენა და თავიდან შეაყვარა თავი მადრიდელ გულშემატკივრებს.
სეზონი სანამ დაიწყებოდა, დრენტემ ადგილი დაუთმო მარსელოს მარცხენა ფლანგზე და თვითონ შემტევ ნახევარმცველად მოგვევლინა. როგორც ყველა ვამჩნევთ, სწორედ ეს არის მისი ძლიერი მხარე და სწორედ ამ პოზიციაზე გამოსდის ყველაზე კარგად თამაში. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პირველივე შეხვედრაში დაიშავა მუხლი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ საბედნიეროდ მალევე ჩადგა ფორმაში და განაგრძოს გუნდის დახმარებას შეტევით ფაზაში.
ყველას გასაკვირად, "მილანის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, მოედანზე გამოჩნდა დრენტე და არა სხვა შემტევი მოთამაშე, როიმ თავისზე გაცემული ავანსი გაამართლა და დიდას შორიდან საკმაოდ ზუსტი და ძლიერი დარტყმით გაუტანა გოლი. ამას არ ელოდნენ მადრიდელი ქომაგები... ამ გოლმა გადამწყვეტ ფაზამდე ვერ მიიყვანა შედეგი, მაგრამ მისი გარჯა ნადვილად დასაფასებელია.
კრისიტანო რონალდოს, ბენზემას და იგუაინის ტრავმის შემდგომ ფსონი დრენტეზე იდება... მანუელ პელეგრინიმ ჰოლანდიელ ნახევარმცველს შანსი "სპორტინგის" წინააღმდეგაც მისცა, მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე, მართალია გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ბოლომდე დაიხარჯა, ბევრი ირბინდა და დაცვაშიც ეხმარებოდა მარსელოს.. მემგონი გოლზე მეტად სწორედ ეს არის დღევანდელ ფეხბურთში დასაფასებელი.
ავტორი: Kevlisha
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 25 ოქტომბერი 2009
- 2 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.