სად მოგვევლინება ესიენი?
მოგეხსენებათ, გერმანიაში გამართულ შეხვედრაში, ხედირამ ტრავმა მიიღო და 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.
"მალიორკასთან" თამაშამდე, "რეალის" დამრიგებელს თავსატეხი გაუჩნდა, რამეთუ შემადგენლობაში სამის შემცვლელი მხოლოდ ესიეინია, რომელიც ტრავმების ეპიდემიის ჟამს, მარცხენა მცველის პოზიციას ირგებს.შესაბამისად, მოურინიო ფიქრობს, რომელი ფუნქციები შეუთავსოს განელს კუნძულელებთან დაპირისპირებაში.
ალბათ, იტყვით, რომ ალონსოს მოდრიჩი უნდა შეუწყვილდეს, რაც "ბორუსიაში" ვიხილეთ, გერმანელი ნახევარმცველის მოედნიდან გასვლის შემდეგ.ჩემი სუბიექტური აზრით, ჩაბი-ლუკას ტანდემის დროს, მოედნის ცენტრი სრულად მოშიშვლებულია.ხორვატი მრავალფუნქციურ ფეხბურთელად ითვლება და საყრდენზეც შეუძლია დადგომა, თუმცა რამდენად წარმატებულია იქ, მეორე საკითხია.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბასკმა ნახევარცმველმა, ყოფილი "არისტოკრატთან" უნდა შექმნას დუეტი, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე, ახალგაზრდა ნაჩოს განწესება არ იქნება ურიგო.ამ უკანასკნელის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენის შანსი, "ყვითლებთან" თამაშის შემდეგ უფრო გაიზარდა.ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილეთ, რომ ესიენს გარემარბად არაფერი ესაქმება.
- 27 ოქტომბერი 2012
- 1 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.