მადრიდმა "მალიორკასთვის" მზადება დაიწყო
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები კვირას გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 21 მოთამაშე იყო, აქედან არბელოა და კოენტრაო ცალკე ვარჯიშობდნენ.
პირველ ჯგუფში რვა ფეხბურთელი ვარჯიშობდა, რომლებსაც რუი ფარია ხელმზღვანელობდა. ისინი გაცილებით ნელი ტემპით ემზადებოდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფი, რომელშიც დანარჩენი ყველა მადრიდელი ვარჯიშობდა.
ალვარო არბელოა და ფაბიო კოენტრაო, ნელ ნელა ბრუნდებიან. ესპანელმა და პორტუგალიელმა სპეციალურ დარბაზში გამართეს სავარჯიშო სესია, სადაც მათ ფიტნეს მწვრთნელი კარლოს ლალინი აკვირდებოდა. ამ სეზონში "ბლანკოსმა" პირველად ივარჯიშა ყვითელი ბურთებით.
ინფორმაციის წყარო: www.realmadrid.com
- 26 ოქტომბერი 2012
- 1 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.