ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ
შედეგი:
"ჩვენ წავაგეთ ეს თამაში, თუმცა ამით ტრაგედიის შექმნა არ ღირს. რა თქმა უნდა ჩვენ ამით ვერ დავკმაყოფილდებით და შემდეგ შეხვედრებში ბრძოლას გავაგრძელებთ."
პერსპექტივები:
"ამჟამად ჩვენ ექვსი ქულა გვაქვს. სამი თამაში დარჩენილი გვაქვს, აქედან ორი სახლში უნდა გავმართოთ. ფლეი ოფში გასვლა ჩვენს ხელშია და მის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით."
"ბორუსიას" გულშემატკივრები:
"აუდიტორია გუშინ ძალიან მშვიდად მოიქცა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე. ჩვენ ყოველთვის გვსურს ასეთ ატმოსფეროში თამაში."
მატჩის მიმდინარეობა:
"მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ პირველ რიგში საკუთარ კარში ბურთი არ მიეღოთ, თუმცა ყველაფერი სხვანაირად მოხდა. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქის "ბორუსიის" დაცვამ ბრწყინვალედ იასპარეზა."
იურგენ კლოპი:
"მადრიდის დამარცხება ჩემი ბავშვობის მიზანი იყო. ეს იყო დიდი საღამო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ვერც კი ვიოცნებებდი ასეთ ბრწყინვალე გამარჯვებაზე."
- 25 ოქტომბერი 2012
- 3 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.