რელანო : "რეალის მარცხით კატასტროფას ნუ შექმნით"
ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც დორტმუნდის ბორუსიასა და მადრიდის "რეალს" შორის შედგა...
"მართალია ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილმა გუნდმა წააგო, მაგრამ ამის კატასტროფად აღქმა უბრალოდ დიდი სისულელეა, მადრიდში უკვე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ "ბლანკოსი" კრიზისს განიცდის, რადგან სათანადო დონის ფეხბურთს ვერ ლა ლიგაში თამაშობს და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ ყველა ჭორი უსაფუძვლოა და სამეფო კლუბს უბრალოდ არ გაუმართლა, პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ დაშავებულია მარსელო, რომელიც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შეტევით პოტენციალს დააკლდა, ბრაზილიელის ფრანგული გარღვევები ნამდვილად აღმაფრთოვანებელია, იგი კრიშტიანო რონალდოსთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად თვალისმომჭრელ კომბინაციებს ათამაშებს."
"ფაბიო კოენტრაოს საკითხი ცალკე თემაა, მან მადრიდის ფეხი სათანადოდ ვერ მოიკიდა, მაგრამ მაინც მაღალი დონის მცველად ითვლება, მას შესანიშნავი შანსი ეძლეოდა იმისა, რომ მარსელოსთვის კონკურენცია გაეწია, მაგრამ სამწუხაროდ იგიც დაშავებულია."
"სიმართლე გითხრათ მარცხენა ფლანგზე ესიენის დაყენება ძალიან გამიკვირდა. შესაძლოა ბევრმა თქვას, რომ ბორუსიასთან დაპირისპირება ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი გახლდათ და სწორედ ამიტომ ვერ გარისკა მოურინიომ დაცვის მარცხენა ფლანგზე ახალგაზრდა კანტერანოს დაყენება, მაგრამ აიღეთ წინა მატჩი, რომელიც "ბლანკოსმა" სელტასთან გამართა, მაგრამ სასტარტოში არა კასტილიელი, არამედ მიკაელ ესიენი ვიხილეთ, აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოურინიო საკუთარ აკადემიას მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე იყენებს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მადრიდული გიგანტი დამაჯერებელი ანგარიშით მიიწევს წინ."
- 25 ოქტომბერი 2012
- 2 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.