იურგენ კლოპი: "ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, თუმცა მათი არ გვეშინია"

იურგენ კლოპი: "ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, თუმცა მათი არ გვეშინია"


დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მის გუნდს მადრიდის "რეალისადმი" უდიდესი პატივისცემისა, არ ეშინია მეტოქის.

რაც შეეხება სამ მოთამაშეს, მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეს დგას?

"შმელცერის აღდგენითი ვარჯიშები მგონი საკმარისი იყო, ხოლო გიოტცეს და გუნდოგანის ტრავმებიც არ არის სერიოზული. ჯერ არ გადამიწყვეტია შემადგენლობაში შევიყვან თუ არა მათ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ შმელცერი და გიოტცე მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე ისხდებიან."

ჰუმელსი და სუბოტიჩი, რამდენად მნიშვნელოვანია ფიგურაა ეს ორი მოთამაშე თქვენი გუნდისთვის?

"ეს ორი მოთამაშე, ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. ორივეს აქვს ის მონაცემები, რაც მაღალის დონის მცველს უნდა ჰქონდეს. ისინი ამავდროულად ტექნიკურებიც არიან და კარგად ასრულებენ თავდაცვით ფუნქციებს. მათ შესანიშნავად შეუძლიათ მომენტის წაკითხვა და ძალიან კარაგდ თამაშობენ მეორე სართულზე. მათ გარეშე ჩვენი თამაში წარმოუდგენელია."

რა მსგავსებაა კრიშტიანუ რონალდუსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის? ვის აქვს ამ მატჩში თავის გამოჩენის მეტი შანსი?

"ახლა შედარებების დრო არ არის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ლევანდოვსკი "ბორუსიას" რიგებში გამოდის. თუ გსურთ ამ მოთამაშეებზე მეტი გაიგოთ, მათ ვარჯიშებს და მატჩებს უყურეთ."

როგორ თამაშს ელოდებით?


"ეს იქნება დაძაბული დაპირისპირება. მე მადრიდის ბევრ მატჩებს ვუყურე, განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათმა თამაშმა ჩემზე, ამსტერდამში მოახდინა, სადაც მარსელომ ბრწყინვალედ ითამაშა, რომელიც ახლა ტრავმირებულია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უაღრესად დისციპლინირებულად და უნდა გავანეიტრალოთ ხაბი ალონსო, კრიშტიანუ რონალდუ, დი მარია, იგუაინი და ბენზემა. "სიტისთან" თამაშის შემდეგ, ჩვენ პოზიტიური დამოკიდებულება მივიღეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ."

მარსელოს, კოენტრაოს და არბელოას დაკარგვა, დიდი დანაკლისი იქნება ისეთი გიგანტისთვის როგორიც მადრიდის "რეალია"?


"ალბათ არც ისე ადვილია მარსელოს შეცვლა, მაგრამ ესიენმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ პოზიციას შეჩვეული არ იყო. რამოსს დაცვის ფლანგზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მეტოქის შემადგენლობის მხრივ დანაკარგები, ჩვენ შანსებს ზრდის და უპირატესობას გვანიჭებს."


"ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების გარეშე ასპარეზობს, განსხვავებით ეროვნული ჩემპიონატისაგან. შეიძლება, რომ თუნდაც ამ ფაქტმა თქვენს გუნდს მადრიდთან თამაში გაუმარტივოს?


"ჟურნალისტებო, გთხოვთ ამ აბსურდულ სტატისტიკაზე ყურადღებას ნუღარ გაამახვილებთ(იცინის)."

პიშჩეკი სავარაუდოდ 1 წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს, "რეალი" კი მზდაა მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს...

"მე პიშჩეკი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი და ფეხბურთელი ძალიან მიყვარს. მასში კლუბებმა 10-15 მილიონი ევროც, რომ გადაიხადონ, ის არსად წავა. მისი შესაძლო წასვლა გუნდიდან, აბსოლიტური ჭორია."

წყარო: www.realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)