მატჩის განხილვა
ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის "რეალმა" სტუმრად ვერ შეძლო "ხიხონის" დამარცხება – 0:0.
მანუელ პელეგრინის შეგირდებმა ვერ შეძლეს სტუმრად "ხიხონის" დამარცხება, რომლებმაც გამოავლინეს დაცვაში საიმედო თამაში. პირველი ტაიმი მასპინძელთა მცირედი უპირატესობით წარიმართა. მადრიდელთა შეტევა უფუნქციოდ იყო.
შეტევაში მხოლოდ რაული ირჯებოდა. მას ეხმარებოდა ბრაზილიელი კაკა, რომელიც ისე ვერ თამაშობს, როგორც ამას "მილანში" აკეთებდა. მეორე ტაიმში პელეგრინის ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. "სამეფო კლუბმა" რამდენიმე მომენტი შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
როგორც არ უნდა დამთავრდეს "რეალის" კონკურენტთა შეხვედრები, "ბლანკოსი" მაინც მეორე ადგილზე რჩება. ისინი "ბარსელონას" გაუთანაბრდნენ ქულებით.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 25 ოქტომბერი 2009
- 2 417
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.