გერმანელებისაგან დაწყევლილი "რეალი"
მადრიდის "რეალისათვის" გერმანია ნამდვილად არარის სათამაშოდ სასურველი ქვეყანა.
აღნიშნულზე ნათლად მოწმობს სტატისტიკა.ისტორიის განმავლობაში, მადრიდისტები 23-ჯერ ჩავიდნენ გერმანიაში და აქედან მხოლოდ 1 შემთხვევაში დაბრუნდნენ გამარჯვებულნი.ესეც მოხდა 12 წლის წინ, როდესაც "ლევერკუზენი" დაამარცხეს.
რთული გერმანული "ვოიაჟების" პარალელურად, "ბაიერის" შემდეგ, "ბორუსია," "თეთრების" ყველაზე სასურველ მეტოქედ ითვლება გერმანული კლუბებიდან."ყვითლების" საშინაო არენაზე, ესპანელებმა ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ყაიმი გააგორეს (1997-98 წ.წ. 0-0, 2002-03 წ.წ 1-1).
რაც შეეხება ყველაზე არასასურველ გერმანელ მოწინააღმდეგეს, ეს "ბაიერნია," ვისთანაც "რეალი" შარშანდელ სეზონშიც დამარცხდა.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 22 ოქტომბერი 2012
- 2 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.