ესიენი: "მზად ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო"
სამეფო კლუბის ტრავმების ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მაიკ ესიენს საკუთარი ძალების ახალ ამპლუაში მოსინჯვა მოუხდა.დიდი ალბათობით, განელი ფეხბურთელი, "ბორუსიასთანაც" დარჩება მარცხენა ფლანგზე.გამოცემა "ას"-მა, ფეხბურთელთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
- მიუხედავად ტრავმებისა, გუნდმა "სელტასთან" საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლო...
- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია ჩვენთვის.3 ქულის მოპოვებით გახარებულნი ვართ.
- მარსელოსა და კოენტრაუს დაშავების გამო, მარცხენა ფრთაზე მოგიწიათ ასპარეზობა...როგორი იყო ახალი პოზიცია?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, როდესაც მოურინიომ ეს დამავალა, თუმცა შემიძლია ამის გაკეთება.
- ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა უნდა გამართოთ.რას იტყვით მომავალ მეტოქეზე?
- რთული მატჩი იქნება რთულ სტადიონზე, თუმცა გაგვაჩნია რესურსი, რომლის ხარჯზე დავამრცხებთ მოწინააღმდეგეს.მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და 3 ქულა არ დააყოვნებს.
- მოურინიო ბორუსიასთანაც ჩაგაბარებთ მარცხენა ფლანგს?
- ნებისმიერ პოზიციაზე თამაშით ბედნიერი ვიქნები.თავდაუზოგავად ვმუშაობ და მზად ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, რათა გამარჯვება ჩვენს მხარეს დარჩეს.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru, as.com
- 22 ოქტომბერი 2012
- 1 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.