ბენზემა: "მოუმ ბევრი იმუშავა ჩემზე"

სამეფო კლუბის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ, UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ჩაწერა ინტერვიუ.

ურთიერთობა მოურინიოსთან: "მწვრთნელმა ჩემი მორალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, დიდი სამუშაოები ჩაატარა.მადრიდში მოსვლის შემდეგ, მქონდა როგორც ბევრი აღმა, ასევე დაღმა სვლა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ "რეალში" ვთამაშობ.მოუ დიდებული დამრიგებელია და ჩემს მიმართ დიდ მხარდაჭერას გამოხატავს."

დამოკიდებულება ზეწოლასთან: "ზეწოლას რაც შეეხება," ის "ლიონში" თამაშის დროს დაიწყო და ინტენსიურად გრძელდება მადრიდში, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.არასოდეს ვაქცევ ყურადღებას სხვადასხვა საუბრებს, რამეთუ ასეთ რეჟიმში თამაში შეუძლებელია.არ მავიწყდება ხმები, ჩემი პატარა ძმის შესახებ."

მორცხვი ხასიათი: "საერთო ჯამში მორცხვი ვარ.ადამიანებმა, რომლებიც ჩემს გვერდით არიან, იციიან რომ მხიალური ვარ და ყოველთვის ვიცინი, ხოლო ვისაც არ ვიცნობ, იმასთან მიჭირს ურთიერთობა."

გასული სეზონი: "შარშარნდელი ლიგის გათამაშება, დიდებულად ჩავატარეთ.სამწუხაროდ, "ბაიერნთან" დავმარცხდით პენალტების სერიაში.ეს დიდი იმედგაცრუება იყო ჩვენთვის, რამეთუ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ თასს მოვიგებდით.ახლა, წარსული დავიწყებულია და მხოლოდ წინ ვიყურებით."

მიზანი - ყველაფრის მოგება: "ყოველთვის იღწვი უკეთესობისკენ.უწინარესად, ლა ლიგის, კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობ.სუპერ თასი უკვე აღვმართეთ.პერსონალურ დონეზე, გასულ სეზონზე უკეთესად მინდა რომ ვითამაშო."

დოტმუნდის ბორუსია: "ვფიქრობ, დიდი გუნდია.ისინი საუკეთესოს წოდების მორგებაში, ყოველ წელს "ბაიერნთან" მართავენ ბრძოლას.ფანტასტიკური ფანები ჰყავს ბორუსიას.ჩემი აზრით, რთული მატჩი იქნება."

ინფორმაციის წყარო: as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)