ხიფათი სახელად როისი
მიმდინარე სეზონში, "ბორუსიას" ყველა ფრონტზე რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გერმანელების ასპარეზობა, შესაძლებელია მაღალი ქულით შეფასდეს, რასაც ვერ ვიტყვით ბუნდეს ლიგაზე.ჩემპიონთა ლიგის 2 ტურის თავზე, მათ 4 ქულა აქვთ.აღსანიშნავია, რომ "ყვითლებმა" ინგლისიდან მოახერხეს ქულის წამოღება.
კლოპის გუნდში, არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება, თუმცა მათგან გამოსარჩევია მარკო როისი, რომელიც გერმანიის გასულ ჩემპიონატში, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.23 წლის ფორვარდი, ყველა შეხვედრაში მაღალ დონეზე ირჯება.ის გამოირჩევა სისწრაფითა და ძლიერი დარტყმით.
ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მარკო 18 მილიონად შეიძინა დორტმუნდის "ბორუსიამ."
- 22 ოქტომბერი 2012
- 1 883
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.