"რეალი" ნეიმარისთვის ბრძოლას განაგრძობს
"AS"-ის ცნობით მადრიდის "რეალის" ლიდერები განაგრძობენ მოლაპარაკებებს ბრაზილიური კლუბის ლიდერებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფაქტიურად ნეიმარს უკვე "ბარსელონას" ფორმა მოარგეს, ფლორენტინო პერესი დანებებას არ აპირებს და ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად ყველაფერს აკეთებს. ნეიმარი "სანტოსს" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს და მას შეეძლება "გათეთრდეს". ყველაფრის მიუხედავად ეს ტრანსფერი შეიძლება მარტივად განხორციელებადიც იყოს. ერთ დროს გავრცელდა ჭორები, რომ "ბარსელონამ" ნეიმარს კონტრაქტზე მოაწერინა ხელი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუე ყოფილა. დონ ფლორენტინო კი სავარაუდოდ ამით ისარგებლებს და ბრაზილიელს საბოლოოდ "ბლანკოსის" ფეხბურთელს გახდის.
წყარო: www.defensacentral.com
- 21 ოქტომბერი 2012
- 2 532
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.