ფეხბურთელთა შეფასებები
"რეალის" ფეხბურთელთა შეფასებები "ხიხონთან" მატჩის შემდეგ.
კასილასი – 6: არ ჰქონდა ბევრი სამუშაო, მაგრამ ზოგიერთ მომენტებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.
სერხიო რამოსი – 6: დასაწყისში არადამაჯერებელი იყო საკუთარ ფლანგზე, მაგრამ შემდეგ გამოასწორა თამაში. არ იყო აქტიური შეტევაში.
პეპე – 8: მან ბარალს არ მისცა არცერთი საგოლე მომენტის შექმნის საშუალება.
გარაი – 7: თავისი სამუშაო კარგად შეასრულა, მაგრამ პირველ ტაიმში დროდადრო მეტოქეს სივრცეს უთავისუფლებდა.
მარსელო – 5: მეტოქის წინააღმდეგ ბევრ შეცდომას უშვებდა და არაფერი ღირებული არ გაუკეთებია შეტევაში.
ხაბი ალონსო – 6: ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში. ცდილობდა მეტოქის მოტყუებას. ჰქონდა კარში დარტყმის შანსები.
მაჰამადუ დიარა – 7: თავისი საქმე კარგად შეასრულა. აკავშირებდა დაცვასა და ნახევარდაცვას.
გრანერო – 7: მისმა აქტიურობამ შედეგი ვერ მოიტანა. ცუდად თამაშობდა შეტევის გადამწყვეტ მომენტებში. ზოგჯერ ბურთსაც ვერ აწვდიდა პარტნიორებს.
კაკა – 6: ბრაზილიელისგან უფრო მეტს ითხოვენ. ფინტებმა ვერ მოიტანეს სასურველი შედეგი.
დრენტე – 5: მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში გამოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
რაული – 7: მაქსიმუმი გააკეთა მიზნის მისაღწევად. მუდამ იხსნებოდა მეტოქის საჯარიმოში.
ცვლილებები:
გუტი – 6: ვიცე–კაპიტნის შემოსვლის შემდეგ გუნდმა შემტევი ფეხბურთის თამაში დაიწყო, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ შექმნა.
ალბიოლი – შეფასების გარეშე
ვან დერ ვაარტი – შეფასების გარეშე
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 25 ოქტომბერი 2009
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.