"კაპიტანი ისევ საქმეშია"

მიმდინარე სეზონში ჩატარებული 12 დაპირისპირებიდან, კასილიასმა მესამედ შეინახა კარი მშრალად.

გალისიელებთან დაპირისპირებაში, "ელ კაპიტანო" ცისფერი მაისურით გამოცხადდა მწვანე მინდორზე.აღნიშნული ფერის ფორმა, წლეულს, 4-ჯერ მოირგო იკერმა.3 შემთხვევაში წარმატებული გამოდგა (მოგებები "სელტასთან," "რაიოსთან" და "აიაქსთან"), ხოლო 1 შემთხვევაში ნაკლებად წარმატებული (ფრე "ბარასთან").

რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას, მადრიდელები 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ თამაშის სადავეებს, თუმცა იყო რიგი მომენტები, სადაც თავის გამოჩენა შეეძლოთ სტუმრებს.მათი წინახაზელების მეტ-ნაკლებმა აქტიურობამ, კასილიასი აიძულა 3 სეივი გაეკეთებინა.პირველად 25-ე წუთზე ჩაერთო საქმეში იკერი, როდესაც ლაგო ასპასის "ფარული" დარტყმის მოგერიება მოუხდა.ამას მოჰყვა, მეორე ტაიმში დე ლუკასის მარჯვენა კუთხიდან გასროლილი.ამ უკანასკნელმა პასს დარტყმა ამჯობინა, თუმცა კასომ დამაჯერებლად ითამაშა.და ბოლოს, "სელტას" მომენტების კულმინაცია თამაშის მიწურულს შედგა.იაპონელმა პარკმა, ცენტრალური მცველების უყურადღებობით ისარგებლა და რამდენიმე მეტრიდან თავით, მიწიდან, დაარტყა (რაც ალბათ, ერთ-ერთუ რთული მოსაგერიებელია მეკარისთვიის), რაზეც "ელ კაპიტანომ" ჩინებული რეაქცია გამოავლინა და კიდევ ერთი სანახაობრივი "სეივი" გვაჩუქა ქომაგებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლოს გომესმა ყვითელი ბარათიც უჩვენა კასილიასს, საჯარიმოს ხაზის ბურთთან ერთად გადაკვეთის გამო (ხელით).ნახსენებ ეპიზოდში კასო ცოტა არადამაჯერებელი ჩანდა, თუმცაღა ზ/ჩამოწერილმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ "კაპიტანი" ისევ საქმეშია, რაც პირველ რიგში, მის კრიტიკოსებს ეწყინებათ.

ინფორმაციის წყარო: marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)