"მამაშვილური" ნდობა
"რეალის" გარემარბების დამტვრევის შემდეგ, ესპანურ ჟურნალ-გაზეთებში განიხილავდნენ, მომავალი "სამიანის" კანდიდატურებს.მომავალ შეხვედრებში, მარცენა ფრთა ისეთ ფეხბურთელებს ჩააბარეს, როგორებიც არიან: კასადო, ნაჩო, არბელოა (სანამ დაშავდებოდა) და ა.შ.
როგორც "სელტასთან" მატჩისწინსა პრესკონფერენციაზე გაირკვა, ჟურნალისტები სულ ტყულ-უბრალოდ ფიქრობდნენ შესაძლო ვარიანტებზე."განსაკუთრებულის" თქმით, მან, ნაკრების თამაშების დასრულებისთანავე იცოდა იმ 11 კაცის გვარი, რომლებიც გალისიელების წინააღმდეგ ითამაშებდნენ.
განვლილ პაექრობაში, ყველასთვის მოულოდნელად, მარცხენა ფლანგს ესიენი დაეპატრონა.მოურინიოს ნდობით აღჭურვილმა პიროვნებამ, პასუხისმგებლობა აიღო, მარსელოსა და კოეს საქმეზე.ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ განელმა ბრაზილიელი სრულფასოვნად ჩაანაცვლა, თუმცაღა ყოფილი "არისტოკრატი" მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა.რაც მთავარია, მაიკლი საიმედოდ თამაშობდა დაცვაში და მოწინააღმდეგე 15 ნომერს, იერიშების წარმოების საშუალებას ნაკლებად აძლევდა.
აფრიკელი რამდენჯერმე შეტევაშიც ჩაერთო, თუმცა 61-ე წუთზე რონალდუს მისამართით გაკეთებულმა პასმა ცხადყო, რომ წინ თამაში მისი საუკეთესო მხარე არარის.მართალია თავდაცვის დროსაც, ერთი-ორჯერ ჩამოეძინა, თუმცა ამ ყველაფერს ტაბლოზე ცვლილება არ მოჰყოლია.
საერთო ჯამში, ესიენმა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი.მაიკლმა "მამას" იმედები არ გაუქარწყლა.
პ.ს. როგორ ფიქრობთ, "ბორუსიის" წინააღმდეგ, დაცვის ხაზი იგივე უნდა დარჩეს?
- 20 ოქტომბერი 2012
- 2 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.