იგუაინი & კალეხონი: "მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ"
გონსალო იგუაინისა და ხოსე კალეხონის მატჩისშემდგომი კომენტარები:
იგუაინი: "გახარებული ვარ იმ გოლებით, რომელიც ამ კვირაში გავიტანე."სელტასთან" შეხვერდრა რთული იყო, რამეთუ ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლდა.მატჩის გამოტოვება მეც მემუქრებოდა, თუმცა საბედნიეროდ, გამოჯანმრთელება მოვასწარი."
"არაოდეს გამჩენია ეჭვები ჩვენს კიპერზე.კასილიასია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუ არა ერთადერთი.იკერი ყოველთვის დამაჯერებელია."
"მარსელო საიმედი ექიმის ხელშია.იმედია, მალე დაგვიბრუნდება."
კალეხონი: "რთული იყო შანსების შექმნა, მაგრამ საბედნიეროდ გავიმარჯვეთ.ასეთი ტიპის შეხვედრებში, საჭიროა მეორე გოლის გატანა, რათა მშვიდად იგრძნო თავი.კარგად ვიცით, რომ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს."
"ლაზარეთი გაივსო, მაგრამ შემადგენლობაში დიდი რესურსია იმისა, რომ ნებისმიერი მოთამაშის სრულფასოვანი შეცვლა მოხდეს.სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება მოხდა, თუმცა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.მწვრთნელი გადასაწყვეტია, ვის რომელი პოზიცია ჩააბაროს და ამას პატივი უნდა ვცეთ."
"აღნიშნული გამარჯვება ოჯახებთან ერთად უნდა აღვნიშნოთ და ამასთანავე ბორუსიასთან მატჩზე ვიფიქროთ.ჩვენი მიზანია მორიგი 3 ქულის მოპოვება."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 20 ოქტომბერი 2012
- 1 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.