"კასტილია" "კორდობას" შეერკინება
სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში, "კასტილიელების" მეტოქე, "კორდობა" იქნება (20 ოქტომბერი, 18:00).
ტორილის შეგირდები ეცდებიან, ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვონ ჩემპიონატში.ტრავმების გამო, "არკანგელის" არენაზე, ფაბინიო, მარტინესი და მატეოსი ვერ გამოვლენ.მთავარმა მწვრთნელმა, გუნდის განაცხადში შეიყვანა მესამე გუნდის ცენტრალური მცველი, მოლერო.
ნიშანდობლივია, რომ ურთიერთშეხვედრების მხრივ, მადრიდისტების სიტუაცია არასახარბიელოა.ისინი 6-ჯერ დაუპირისპირდნენ "კორდობას" და მხოლოდ 1 შეთხვევაში მოიპოვეს გამარჯვება (3 წაგება & 2 ფრე).
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, "კასტილია" მე-7 პოზიციაზეა, ხოლო "კორდობა" მე-14-ზე.
იმედია, ხესე, რომელიც გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია 7 გოლით, ხვალინდელ დაპირისპირებაშიც მოახერხებს თავის გამოჩენას.
"კასტილიის" განაცხადი "კორდობას" წინააღმდეგ:
მეკარეები: მეხიასი, პაჩეკო
მცველები: რიოსი, ი.გონსალესი, კასადო, მოლერო, დერიკი
ნახევარმცველები: ხოსე როდრიგესი, ხუანფრანი, კინი, მოსკერა, ალექსი, ლუკასი, ჩერიშევი, ხოტა, ბ.გარსია,
თავდასხმელები: ოსკარ პლანო და ხესე
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 19 ოქტომბერი 2012
- 1 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.