ბუტრაგენიო:"კლუბი მიჩვეულია ასეთი სუტიაციებიდან გამოსვლას"
"სევილიასთან" და "მილანთან" წაგების შემდეგ გულშემატკივარი აღელდა, მაგრამ ემილიო ბუტრაგენიომ მოუწოდა ფანებსა და ჟურნალისტებს დამშვიდებისკენ. მისი თქმით, კლუბი მიჩვეულია ასეთ სიტუაციებს.
"მოთმინება ვიქონიოთ. ნებისმიერი მატჩი კარგი გაკვეთილი იქნება. ოთხშაბათს მარცხი განვიცადეთ, მაგრამ მადრიდი ასეთ სიტუაციებს მიჩვეულია. არაფერია საგანგაშო".
რაც შეეხება "კრისტიანომანიას", რომელზეც ესპანეთის დედაქალაქში ბევრს საუბრობენ, ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ კრისტიანო დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ გუნდში არის სხვა ფეხბურთელებიც.
"კრისტიანო დიდებული ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ძალიან ეხმარება შეტევაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, სადაც ყველა ფეხბურთელს თავისი მოვალეობა აკისრია" – განაცხადა ემილიომ.
"მილანის" შეხვედრასთან დაკავშირებით ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ წაგება ყველას დაავიწყდა და მომავალი მატჩებისთვის ემზადებიან.
"ეს ფეხბურთია. აუცილებლად უნდა მოვუგოთ "ხიხონს", "ალკირონსა" და "ხეტაფეს" და შემდეგ მივხვდებით, შეგვიძლია თუ არა მოგება "მილანთან". ეს მოგება ჯგუფის ლიდერობას მოგვიტანს. რაც შეიძლება ადრე უნდა გამოვფხიზლდეთ" – დაასრულა ბუტრაგენიომ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 24 ოქტომბერი 2009
- 1 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.