კარვალიო : "პროფესიონალურად ვასრულებ მოვალეობას"
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ განაცხადა, რომ იგი პროფესიონალია და მოვალეობას ისე ასრულებს, როგორც ზრდასრულ ფეხბურთელს შეეფერება...
"სიმართლე გითხრათ ფეხბურთში დიდი გამოცდილება მივიღე, არაერთ კლუბში მითამაშია და წარმატებებიც ბევრი მახსოვს, ამჟამად ცუდი ხანა მიდგას, მაგრამ ვალდებული ვარ ბოლომდე ვივარჯიშო და მწვრთნელს ვაჩვენო, რომ მოედანზე გასვლა შემიძლია."
"მოურინიოზე ვერაფერს ვიტყვი, მასთან ერთად სხვა კლუბშიც მიმუშავია და ჩვენ ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, არ ვიცი რამ განაპირობა ჩემი ამ დონის იგნორირება, მაგრამ მთავარ მწვრთნელს პატივს ვცემ."
"ზამთარში ნებისმიერ სიტუაციას განვიხილავ, აგენტს ვუთხარი, რომ უპასუხოდ არცერთი შემოთავაზება უყურადღებოდ არ დატოვოს. მგონია, რომ თამაში 2-3 წლის მანძილზე კიდევ შემიძლია, "ბლანკოსში" დარჩენა კი კარიერული რეგრესის ნიშანია."
- 18 ოქტომბერი 2012
- 2 048
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.