"რეალი" ფალკაოსთვის ბრძოლაში გააქტიურდა
Cadena Cope-ს ცნობით, სამეფო კლუბმა ფალკაოს საკუთარი რიგებში ჩარიცხვისათვის, პირველი ნაბიჯი გადადგა.
"რეალის" წარმომადგენელი ხოსე ანხელ სანჩესი, კოლუმბიელის აგენტ ხორხე მენდეშს, დაუკავშირდა და საქმის შესწავლა თხოვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ივნისიდან, რადამელის უფლებების 50%-ი, საინვესტიციო ფონდს (Doyen Group) ეკუთვნის, შესაბამისად მათ სრული ავტონომია აქვთ ფეხბურთელის გაყიდვისა."თეთრები" მზად არიან 55 მლნ. ევრო ჩაუთვალონ მათ.
თავის მხრივ, "როხი ბლანკოში" ამბობენ, რომ ფალკაოზე 100 პროცენტიანი უფლება მათ გააჩნიათ.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 17 ოქტომბერი 2012
- 3 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.