"ბარსამ" პეპეზე ვიდეო შექმნა
ბოლო "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ, ტიტო ვილანოვამ შემდეგი დასძინა: "ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ვიდეო, სადაც პეპეს ბინძური მომენტები იქნება ასახული."
როგორც ჩანს, კატალონიელებმა, მთავარი მწვრთნელის იდეა, მოქმედებაში მოიყვანეს.რადიოსადგურ "კატალან"-ის ცნობით, კლუბში შეიქმნა ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომლებსაც 2011 წელში გამართული "კლასიკოებიდან," პეპეს ბინძური მომენტების ამოკრიფა დაევალათ.
აღნიშნული ვიდეო, "ბარსელონას" ოფისში მკაცრად არის დაცული და მასში ძირითადად პეპეს უხეშობებია ასახული მესის მიმართ.გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლამ და ვილანოვამ მოიწონეს მოკლემეტრაჟიანი "ფილმი," თუმცა კლუბმა გადაწყვიტა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაფერი ყოილიყო ცნობილი ამაზე.
ინფორმაციის წყარო: marca.com
პ.ს. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ვიდეოს შექმნის მიზეზი...
- 17 ოქტომბერი 2012
- 4 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.