როგორ დააკომპლექტებს მოუ დაცვას?
ბუნებრივია, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველას გვაინტერესებს, თუ როგორი იქნება "რეალის" დაცვითი ხაზი, "სელტას" წინააღმდეგ.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხი, ალბათ, (ჯერჯერობით), თავად მოურინიომაც არ იცის, თუმცა ესპანურ პრესაში საკმაოდ დიდი დისკუსიები მიმდინარეობს ამ თემის ირგვლივ.ვეცდებით, სტატიაში წარმოგიდგინოთ ყველა ის ვარიანტი, რომელიც შესაძლებელია ჟოზემ გამოიყენოს.
მაშასადამე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მარსელო, კოენტრაუ და არბელოა იმყოფებიან ლაზარეთში.პირველ გუნდში არსებული რესურსიდან გამომდინარე, მარჯვენა ფრთის დაკომპლექტება უფრო გაადვილდება.უპირველესად, ალვაროს შემცვლელად, რამოსი მოიაზრება, რომელიც მიმდინარე სეზონში, "დეპორის" წინააღმდეგ, ირჯებოდა ამ პოზიციაზე.სერხიოს გარდა, მარჯვენა ფლანგის სრულფასოვნად ჩაბარება, ესიენსაც ძალუძს.ეს უკანასკნელი, "ჩელსიში" ხშირად გვევლინებოდა გარემარბად.უარესს შემთხვევებში, ვარანის, ალბიოლსა და დიმარიასაც კი შეუძლიათ მარჯვენა მცველად თამაში.ამის პარალელურად, მოურინიოს კასტილიისკენაც შეუძლია გახედვა, სადაც წლეულს, კარვახალის შემცვლელად, ფაბინიო მოიყვანეს (ამ უკანასკნელმა "რეალის" ბოლო ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა)ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, "ბლანკოსის" მცველებიდან, უმეტესს მათგანს აღნიშნულ აპმლუაში გამოუცდია საკუთარი თავი.
ახლა, რაც შეეხება მარცხენა ფრთას, "განსაკუთრებულს" 23 კაციან განაცხადში, მარსელოსა და კოეს ალტერნატივა არ ჰყავს.შესაბამისად, შევსების მიღება მხოლოდ კასტილიიდანა შესაძლებელი, სადაც სასტარტო ნომინალურ მარცხენა მცველად, ხორხე კასადო გვევლინება, რომელიც სეგუნდაში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.ასევე, შეიძლება ნაჩო ფერნანდესის დაყენებაც, რომელიც საკმაოდ მულტიფუნქციურია.
მოკლედ, მოურინიოს დიდი თავისტკივილი გაუჩინა "ფიფამ."
ინფორმაციის წყარო: marca.com
შესაძლო ვარიანტები სქემაში:
რამოსი - პეპე - ვარანი - ნაჩო
რამოსი - პეპე - ვარანი - კასადო
ესეიენი - რამოსი - პეპე - ნაჩო
ესიენი - რამოსი - პეპე - კასადო
თქვენი აზრით, რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოს მოუმ?
- 17 ოქტომბერი 2012
- 2 708
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.