"სელტასთვის" მზადება გრძელდება
სამეფო კლუბში საერთაშორისო მატჩებში მონაწილე ფეხბურთელები დაბრუნდნენ.
მოურინიოს შეგირდებმა, "სელტასთან" მოსამზადებელი, რიგით მესამე სესია გამართეს.აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს არ ესწრებოდნენ არგენტინელი მადრიდისტები.ისინი ხვალ შეუერთდებიან თანაგუნდელებს.
რაც შეეხება სავარჯიშო სესიას, მოურინიომ ფეხბურთელები ორ ნაწილად გაყო.კასილიასი, იოზილი, ალონსო, რამოსი, რონალდუ, პეპე, მოდრიჩი და კაკა კონდიციების აღდგენითი ვარჯიშებით იყვნენ დაკავებულნი.
ვალდებებასზე არ გამოჩენილან ტრავმირებული მოთამაშეები: მარსელო, კოენტრაუ და არბელოა.
დანარჩენი ფეხბურთელები კი, კასტილიელებთან (რაულ დე ტომასი, დერიკი, ფაბინიო, ხოსე როდრიგესი & ომარი) ერთად ემზადებოდნენ.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 17 ოქტომბერი 2012
- 1 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.