პელეგრინი კრიტიკის წინააღმდეგი არაა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მოსწონს მადრიდელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე.
ჩილელი სპეციალისტი მშვიდად იღებს კრიტიკას და მას თვლის დიდი ფეხბურთისა და მწვრთნელების ნაწილად. მან განაცხადა, რომ სრულიად აკმაყოფილებს ამჟამინდელი სამუშაო.
"მე "ვილიარეალში" ვიმუშავე ხუთი წელი და ამ დროის მანძილზე მივხვდი, რომ მწვრთნელობა მეტად საპასუხისმგებლოა, ხოლო კრიტიკა – ნორმალურია. კმაყოფილი ვარ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით ამ სეზონში. ვგრძნობ ფეხბურთელებისგან დახმარებას და მეც ანალოგიურად ვპასუხობ მათ" – განაცხადა პელეგრინიმ.
"რეალი" წელს შეხვდა კლუბებს, რომელთაც შეიძლება ვუწოდოთ გრანდები და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა. ჯერ "სევილიასთან" ლა ლიგაში, ხოლო შემდეგ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგაზე.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 24 ოქტომბერი 2009
- 1 791
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.