მოდრიჩი:"იმედი მაქვს, რომ ბეილს სულ მალე ვიხილავ მადრიდში"
ლუკა მოდრიჩი მის ყოფილ თანაგუნდელს გარეთ ბეილის ურჩევს, მის მსგავასად დატოვოს "ტოტენჰემი" და მადრიდის "რეალს" მიაშუროს.
მოდრიჩს მიაჩნია, რომ 23 წლის ფეხბურთელი იმსახურებს ითამაშოს ისეთ კლუბში როგორიც მადრიდის "რეალია".
"მომხრე ვარ, გარეთ ბეილიმ ითამაშოს ისეთ კლუბში როგორიც მადრიდის "რეალია" და იმედი მაქვს, რომ ის მალე შემოგვიერთდება. თუ სურს მას კვალი დატოვოს ფეხბურთის ისტორიაში, მისთვის აქ გადმოსვლა მნიშვნელოვანი იქნება. იგი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია, რომ მადრიდულ კონკურენციას გაუძლოს."-განუცხადა მოდრიჩიმ BBC-ს.
- 17 ოქტომბერი 2012
- 1 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.