კასადო მოურინიოს ზარს ელოდება
მადრიდის "რეალის" დაცვით ხაზში, ტრავმის ეპიდემია გავრცელდა.
მარსელო, კოენტრაუ და არბელოა - ის მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდის უახლოეს მატჩებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.ესპანელის დაშავებამდე ივარაუდებოდა, რომ სწორედ მას გამოიყენებდა მოურინიო დაცვის მარცხენა ფრთაზე, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით, პორტუგალიელ სპეციალისტს ისღა დარჩენია, "კასტილიიდან" მიიღოს შევსება, სადაც საიმედოდ მოთამაშე კასადო მზად არის დახმარება გაუწიოს უფროსს მადრიდისტებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა, "ლას პალმასის" წინააღმდეგ 90 წუთი დაყო მოედანზე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.გამომდინარე იქედან, რომ მოწინააღმდეგის რიგებში საკმაოდ ძლიერი შემტევი ასპარეზობდა, ხორხეს უმეტესი დროის გატარება უკან მოუხდა, თუმცა პერიოდულად ახერხებდა წინ წასვლასაც.რა თქმა უნდა, კასადო მარსელოს მსგავსად წარმატებულად ვერ ერთვება შეტევებში, თუმცა არცთუ ისე ურიგოდ აკაეთებს ამას.ამასთანავე, მას არასოდეს ავიწყებდა, რომ იერიშებში ჩართვის პარალელურად, მის კომპეტენციაში თავდაცვაზე ზრუნვაც შედის.
უნდა აღინიშნოს, რომ კასადო გამოირჩევა დაყენებული ძლიერი დარტყმით.ის, მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით გასროლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს."ლას პალმასთან" მატჩში, ხორხემ 4 ჯერ წაართვა ბურთი ვიზავის, 5-ჯერ თავად დაკარგა და ერთხელ დაარღვია თამაშის წესი.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ახალგაზრდა განაპირა მოთამაშე მოურინიოს "ზარს ელოდება."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 17 ოქტომბერი 2012
- 1 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.