"რეალი" მარსელოს გარეშე - ციფრები არ იტყუებიან
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი მარსელო 3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს.
სამხრეთ ამერიკელის არყოფნა, დიდი დანაკლისი იქნება მადრიდელებისათვის.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტატისტიკიდან გამომდინარე ნათელია, რომ "მხიარული ბიჭის" გარეშე, "თეთრებს" ყოფა ურთულდებათ.
მოურინიოს ფორმაციის "ბლანკოსში," მარსელომ 132 ოფიციალურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 110 მის სასარგებლოდ დასრულდა (13 შემთხვევაში ფრე, ოლო 9 შემთხვევაში წაგება).ტრავმების, დისკვალიფიკაციებისა თუ ტაქტიკური გადაწყვეტილებების გამო, ბრაზილიელს "მოუს გუნდში" 26 მატჩი გაუცდა.აქედან 16-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, ხოლო 5-5-ჯერ ფრე და მარცხი დაფიქსირდა.
აღნიშნული ციფრები პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, შემდეგ სურათს მივიღებთ, მარსელოს მწვანე მინდორზე ყოფნის დროს, "რეალი" მატჩების 83% იგებს (10% ფრე & 7% წაგება), ხოლო მარსელოს გარეშე მოგების პროცენტულობა 61-ეცემა, მაგრამ მატულობს ყაიმისა და წაგების პროცენტულობა 19-19%.საერთო ჯამში, "13"ის უქმობის პერიოდში, "რეალმა" 22 ქულა დაკარგა (საუბარია მხოლოდ მოურინიოს მოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელი "ვალენსიასთან" არ გამოსულა მოედანზე, სადაც მადრიდისტებმა მხოლოდ ფრეს გამოკრეს ხელი.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 17 ოქტომბერი 2012
- 2 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.