კასტილიელების სანაკრებო მონაგარი
როგორც იცით, მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალი საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად, ევროპის 2013 წლის 21 წლამდელთა პირველობის საკვლაიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის შეხვედრები მიმდენარეობდა.
სანაკრებო ბატალიების წინ, "რეალ მადრიდ კასტილიიდან" 4 ფეხბურთელს უხმეს ახალგაზრდულ ნაკრებებში."ფური როხას" 21 წლამდელებში, ნაჩო და მორატა გამოიძახეს, საფრანგეთის u21-ში რაფაელ ვარანი, ხოლო რუსეთის u21-ში, დენის ჩერიშევი.
დავიწყოთ "წითლებით," რომელთაც ისრაელში გასამართ კონტინენტის პირველობის საგზურის მოსაპოვებლად, დანიის დამარცხება მართებდათ.ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, პირველივე დაპირისპირებაში გაარკვიეს გამსვლელის ვინაობა (5-0).რაც შეეხება მეორე მატჩს, "ფურია როხამ" სტუმრად 1-3 დაჯაბნა დანიელი თანატოლები.აღსანიშნავია, რომ ალვაროსა და ფერნანდესს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დიდი იმედგაცრუება შემოგვთავაზეს ახალგაზრდა მამლებმა.ფლეი-ოფში მათი მეტოქე ნორვეგია გახდათ.პირველი ორთაბრძოლაში, "სამფეროვნებმა" ვარანის გოლის წყალობით 1-0 იმარჯვეს, ხოლო განმეორებით დუელში კი, ყველასაგან მოულოდნელად 3-5 დამარცხნენ.მადრიდისტამ სრულად ითამაშა, თუმცა ამჯერად ვერაფრით დაეხმარა თანაგუნდელებს.ასეა თუ ისე, მომავალი ევროპის ჩემპიონატი მათ გარეშე ჩაივლის.
და ბოლოს, ტურნირის საგზური მოიპოვეს რუსმა ახალგაზრდებმაც.მათ სტუმრად 2 უპასუხე გოლი გაუტანეს ჩეხებს, ხოლო სახლში 2-2-ს დაჯერდნენ.ჩერიშევი 90 წუთის განმავლობაში საქმეში იყო, თუმცა თავი არ გამოუჩენია.
- 16 ოქტომბერი 2012
- 1 698
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.