არგენტინელები ჩარტერული რეისით დაბრუნდებიან ესპანეთში
მსოფლიოს 2012 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება სამხრეთ ამერიკაშიც.ჩილესა და არგენტინის დაპირისპირება, ადგილობრივი დროით 02 საათსა და 4 წუთზე აიღებს სტარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, არგენტინელები ყველაზე გვიან დაბრუნდებიან თავიანთ კლუბებში."რეალისა" და "ბარსელონას" გადაწყვეტილებით, მათი არგენტინელი ლეგიონერები, ესპანეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით ჩავლენ.
დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ჩილედან, დი მარია, იგუაინი, მესი, მაშერანო, სანჩესი და ხუანხო ბრაუ ("ბარსას" ფიტნენის მწვრთნელი) გამოფრინდებიან.მგზავრობა დაახლოვებით 15 საათი გაგრძელდება.მოთამაშეებს 10 ათასი კმ. დაფარვა მოუწევთ.
კლუბებმა არარეგულარული რეისის დანიშვნა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ რეგულარი რეისით, ფეხბურთელებს ოთხშაბათს შუადღით მოუწევდათ მადრიდისკენ გეზის აღება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნახევარ დღეს კარგავდნენ და პრიმერას მატჩისთვის მხოლოდ 1 ვარჯიშის ჩატარებას მოასწრებდნენ.
აღნიშნული ფრენის ღირებულება, 150 ათას ევროს შეადგენს.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 16 ოქტომბერი 2012
- 1 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.