ესიენი გამოწვევის წინაშე
მაიკლ ესიენი დილემის წინაშე დგას.
როგორც იცით, იანვრის შუა რიცხვებიდან, სტარტს აიღებს აფრიკის თასი, რომელიც 10 თებერვლამდე გაგრძელდება.ბუნებრივია, განის ეროვნული ნაკრები, ტურნირში მონაწილეობისთვის იწვევს მაიკლ ესიენს, რომელიც გუნდის ნამდვილი ლიდერია.
საქმე იმაშია, რომ მაიკლს ჯერ ვერ გადაუწყვეტია ითამაშოს თუ არა აფრიკის პირველობაზე.ის დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
იმ შემთხვევაში თუ, მაიკლი ტურნირზე ითამაშებს და ფინალში გავა, მას სამეფო კლუბის 8 თამაშის გამოტოვება მოუწევს, რაც პრობლემა იქნება თავად მოურინიოსთვისაც.
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები ესიენის ირგვლივ.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 16 ოქტომბერი 2012
- 2 569
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.