მარსელო: "მადლობა თანადგომისთვის"
ბრაზილიელი მარსელო, რომელსაც ტრავმის გამო 3 თვე გაუცდება, "რეალ მადრიდ ტვ"-ს ესაუბრა.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და დავეხმარო გუნდს."
"რა თქმა უნდა, ვერავის დავადანაშაულებ მომხდარში.ასეთი რამ ხდება ცხოვრებაში, არაფრის შეცვლა არ შეიძლება."
"გახარებული ვარ იმ შეტყობინებებით, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში მივიღე.ნამდვილად არ მეგონა, ამდენი ადამიანი თუ ზრუნავდა ჩემზე.გუშინ ცოტათი მოწყენილი ვიყავი, თუმცა სახლში მისულს მეუღლე და შვილი დამხვდა, რამაც დიდი სიხარული მომანიჭა."
"ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული სირთულის დაზიანება პირველი იქნება და უკანასკნელი.ნამდვილად არავის ვუსურვებ ანალოგიურს.მჯერა, რომ ოჯახისა და თანაგუნდელების დახმარებით, მალე გამოვჯანმრთელდები."
- 16 ოქტომბერი 2012
- 1 483
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.