მოუ Real Madrid TV-ს ესტუმრა

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, Real Madrid TV-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ქამბექი" "მანჩესტერ სიტისთან:" "ჩემთვის დიდსულოვნება ნიშნავს, მოედანზე ყველაფრის გაღებას.ინგლისელებთან დაბრუნება იმიტომ მოვაწყეთ, რომ გუნდმა ისურვა ეს და ამასთანავე "ბერნაბეუზე" ცეცხლი იყო დანთებული.მატჩის მიმდინარეობისას ვმარცხდებოდით, მაგრამ გუნდს არავინ აკრიტიკებდა, ქომაგებს სჯეროდათ ფეხურთელების.ვფიქრობ, შესანიშნავია, როდესაც გუნდის აგებს, მაგრამ ინარჩუნებს სიმშვიდეს.სწორედ ამან და ამბიციურობამ მოიტანა შედეგი.მესამე გოლის შემდეგ წარმოუდგენელი ემოცია სუფევდა."

"სიკვდილი" მწვანე მინდორზე: "სამეფო კლუბის ისტორიაში წარმოვადგენ არაფერს, ან ძალიან ცოტას.ლა ლიგის, სამეფო თასისა და სუპერ თასის მოგება, ბევრს არ ნიშნავს."რეალის" მოთამაშე მოედანზე სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოდეს.მადრიდისტა დაქანცული უნდა ტოვებდეს მინდორს."

სეზონის სტარტი: "სუპერ თასის გათამაშება ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში მეტ განსაკუთრებულობას მატებდა ამ ტიტულს.ჩვენ გავიმარჯვეთ და რაც მთავარია, დამსახურებულად.მოგებამ ძალიან გაგვახარა, რამეთუ "რეალს" დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა "ბარსა" დამარცხებული (სავარაუდოდ, მოუმ "ბერნაბეუზე" დამარცხება იგულისხმა - ავტ).ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი სტარტს ვერ ვინატრებდით."სიტის" ძლევა ნიშანდობლივი იყო.რაც შეეხება პრიმერა დივიზიონს, ჩემმა გუნდმა საკუთარი თამაშითა და მუშაობით ვერ გამახარა.ვფიქრობ, ახლა დადგა პერიოდი, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილურობისა.გუნდმა აჩვენა, რომ მორალურად კარგ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ძლიერად გამოიყურება."

დაშვებული შეცდომები: "გასული სეზონი, როგორც მენტალურად, ასევე ტაქტიკურად, მაღალ დონეზე დავიწყეთ.მიმდინარე სეზონში თვითრწმენის ძიებაში ვიყავით და დიდ სურვილი გვქონდა შარშანდელივით ძლიერნი ვყოფილიყავით.იყო სიტუაცები, რომლებიც ჩვენს კონტროლს ექვემდებარებოდნენ და პირიქით."სიტისთან" მატჩმა დაგვნახა, რომ გვჭირდება ენერგია.როდესაც მიაღწევს კონკრეტულს, მნიშვნელოვანია."რაიოსთან" გამარჯვებამ, ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა დაუბრუნა.საბოლოოდ, შემადგენლობა კარგ კონდიციებში შევიდა, თუმცა 12 დღე მოთამაშეების გარეშე, ძალიან რთულია."~

"შიმშილი:" "ეს სამეფო კლუბის ბუნებაშია, რაც გასულ სეზონშიც დაამტკიცეს.ცხადია, ფეხბურთელებს ყველა ტურნირის მოგება სურთ.ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმეს აჩრდილში ვიმყოფებოდეთ.ამხანაგურ მატჩებშიც კი, ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან.ამაზე მოწმობს საკმაოდ პოზიტიური სტატისტიკა.სწორედ ეს ამბიცია და პასუხისმგებლობის გრძნობა არის მათი ნიშა.პრიმერა დივიზიონის მოგება, უამრავი რეკორდის კვალდაკვალ მოვახერხეთ, ამასთანავე ფეხბურთელები წარმატებულად გამოვიდნენ ეროვნულ ნაკრებების რიგებში.არაჰუმანურია იფიქრო, რომ შენ გაქვს უფლება იყო ცოტა ჰუმანური.ეს ადამიანები, განსაკუთრებულნი არიან.მათ მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნები არსებობს.როგორც მწვრთნელი, ვამჯობინებ კრიტიკისს ქარცეცხლი დამატყდეს მე.მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და მხოლოდ მოგებებზე ვფიქრობ."

გამოცოცხლება ბარსელონაში:
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეტი, ვიდრე ქულები გუნდისთვის.თუ გაიმარჯვებდი შემთხვევითობის ხარჯზე, იღბალის დახმარებით, სვაობა 5 ქულა იქნებოდა, ხოლო თუ ჩაატარებდი ესტრაორდინალურ თამაშს და წააგებდი, ჰანდიკაპი 11-მდე გაიზრდებოდა.ვგონებ, ამ მომენტისათვის, როდესაც გუნდი რეკონტრუქციის რეჟიმშია, ქულებზე მნიშვნელოვანი, კარგი თამაშის ჩატარებაა.დისტანცია ისევ 8 ქულა დარჩა, მაგრამ ვიხილეთ გამოცოცხლებული "რეალი."დარწმუნებული იმით, რომ გუნდი ამავე ტემპში გააგრძელებს ასპარეზობას, გახარებულმა დავტოვე მინდორი."

გოლები: "ყოველთვის დიდებულ გუნდებს ვწვრთნიდი.არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს ერთი ტურნირი მნიშვნელოვანი იყოს მეორეზე.ეროვნულ პირველობაზე, გუნდს 15 ქულიანი ჩამორჩენაც რომ ჰქონდეს, ფეხბურთელებს უფლებას არ მივცემ, მაინც მხოლოდ ლიგაზე იფიქრონ.კოპა დელ რეისაც არანაკლებ ყურადღებას ვუთმობთ.სუპერ თასის მოგების შემდეგ, 3 ტიტულისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას.ჩემპიონთა ლიგა უნიკალური გათამაშებაა და წლეულს, უნიკალურ ჯგუფშიც მოვხვდით.სხვა ჯგუფების შეხვედრები, ამხნაგურ მატჩებს წააგავს, რამეთუ ლიდერების ვინაობა თავიდანვეა ცნობილი.კლუბები ყიველგვარი ზეწოლის გარეშე ატარებენ დაპირისპირებებს კვირის შუაგულში.რა თქმა უნდა, რთული ჯგუფი გვაქვს, თუმცა ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის."

მოდრიჩი და ესიენი: "ვიმედოვნებ, ადამიანები კლუბში დარჩენის საშუალებას მისცემენ მას, განსაკუთრებით ლუკას.მათ კლუბთან ერთად ზრდის საშუალება უნდა მივცეთ.მათ ბარსელონას წინააღმდეგ სურდათ თამაში, თუმცა...საჭიროა გარკვეული პერიოდის გასვლა, რათა ფეხბურთელები მიეჩვიონ თანაგუნდელებს.მოდრიჩი ფანტასტიკური ფეხბურთელია."ბერნაბეუბ" ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე იხილა საქმეში.ესიენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი.მის შემთხვევაში უფრო ადვილია ყველაფერი, რამეთი მაიკლი კარგად იცნობს ჩვენს კონცეფციას.ამასთანავე კასტილიაც გვერდით გვყავს.ახალგაზრდებისთვის პირველი გუნდის კარები ღიაა."

ინფორმაციის წყარო: as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)