რონალდუ "ასიანს" მიუახლოვდა
სამეფო კლუბის გოლეადორისათვის, სამშაბათს გასამართი მატჩი, ჩრ.ირლანდიის წინააღმდეგ, ერთობ მნიშვნელოვანია.
"პორტო ესტადიო დე დრაგაოზე" კრიშტიანუ რონალდუ, მეასედ მოირგებს ეროვნული ნაკრების მაისურს და პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ გააკეთა ეს."ელ ფერარის" წინ, ფერნანდო კოუტო და ლუიშ ფიგუ იქნებიან, თუმცა ალბათ, მხოლოდ დროებით.
კრიშტიანუს სანაკრებო დებიუტი, 2003 წლის 20 აგვისტოს შედგა.კაზახეთში თამაშის დროს, ლუის ფილიპე სკოლარიმ, შესვენებაზე ლეგენდარული ფიგუ დასვა სკამზე და მწვანე მინდორზე გასვლის საშუალება ჭაბუკ რონალდუს მისცა: "ის მომენტი ყველაზე მეტად მახსოვს ჩემს კარიერაში.მაშინ დაიწყო სანაკრებო კარიერა, რითიც ძალიან ვამაყობ" - აღნიშნა რონიმ.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 15 ოქტომბერი 2012
- 2 512
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.