მადრიდისტების "ყვითლები"
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთს აგრესიულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, შემადგენლობაში მრავლად არიან ყვითელი ბარათით დაჯილდოვებული ფეხბურთელები.
მოურინიოს შეგირდებიდან, პეპეს, ალონსოსა და არბელოას 3-3 გაფრთხილება აქვთ აქტივში.თუ ისინი კიდევ ერთ ყვითელ ბარათს გამოსტყუებენ არბიტრს, მომდევნო თამაშის გამოტოვება მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი მცველის შემთხვევაში, მსაჯები ხშირად არაობიექტურ გადაწყვეტილებას იღებენ.სწორედ ეს აღნიშნა რამდენიმე დღის წინ მოურინიომ: "პეპე იმყოფება სიტუაციაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერი მისი ფოლი ბარათად იქცეს.რა თქმა უნდა, უსამართლობაა, როდესაც მსაჯები აყვითლებენ იმას, ვისაც არ აქვს კარგი რეპუტაცია მათ თვალში."
ბუნებრივია, ჟოზეს კრიტიკა სამართალიანია რამეთუ, წლეულს, პეპემ, 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა, აქედან 5-ჯერ (!!!) დაარღვია თამაშის წესი, ხოლო მსაჯებმა 3-ჯერ აუფრიალეს ყვითელი ფერის ბარათი.
- 14 ოქტომბერი 2012
- 1 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.