მიიღებს რონალდო ოქროს ბურთს?
სტატიაში იხილეთ რამოდენიმე ადამიანის აზრი, კრიშტიანუს ოქროს ბურთის მიღების საკითხზე.
ფაბიო კაპელო: "რონალდო მეორე ოქროს ბურთის მოგების ყველაზე რეალური ვარიანტია. მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა რეალში, ასევე ეუროზეც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის ოქროს ბურთს კიდევ ერთხელ აუცილებლად აიღებს."
დი ნატალე: "ვფიქრობ კრიშტიანუ იმსახურებს დღეს-დღეობით მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას. მესიმ ეს პრიზი ძალიან ბევრჯერ მოიგო."
მოურინიო: "დანაშაული იქნება, თუ რონალდო ოქროს ბურთს არ მიიღებს. ვინ ჩაატარა საუკეთესო სეზონი? ძნელია მესი კრიშტიანუს შეადარო..."
კუმანი: "კრიშტიანუ არის დიდი ფეხბურთელი და დიდი ხანია ის არნახულ თამაშს აჩვენებს. მესის ეს ჯილდო სამჯერ აქვს მოპოვებული, მაგრამ წელს ის ამ პრიზს არ იმსახურებს."
პაულო ბენტო: "რონალდო დიდი კლუბში და ნაკრებში თამაშობს. მას გუნდისთვის ყოველთვის შეუძლია წარმატების მოტანა. მას მეტი შანსი აქვს მოიგოს ოქროს ბურთი, ვიდრე სხვებს."
პეპე: "ის არის ყველასთვის კერპი. რონადლომ მოიგოს ოქროს ბურთი, ეს მთელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია."
კასილასი: "რონალდო და მესი ზოგიერთ მომენტში ერთმანეთზე უკეთ თამაშობენ. მე გამიმართლა, რადგან ერთ მათგანთან კლუბში ვთამაშობ... და ის არის საუკეთესო...
- 14 ოქტომბერი 2012
- 3 007
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.