"მამიკო მოუ არ შეცვლილა, ის მუდამ 100%-ს ითხოვს"
"მე ძალიან გაკვირვებული და გაოცებული ვარ იმით, თუ როგორი მოსიყვარულე და ახლობელი ხალხია "მადრიდის რეალსა" და მთლიანად ამ ქალაქში. დაწყებული პრეზიდენტითა და მთავარი მწვრთნელით, გაგრზელებული ჩემი თანაგუნდელებით და დამთავრებული ადგილობრივი მოსახლეობით ყველანი ძალიან თბილები არიან."
"არავისთვსი საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჟოზე მოურინიოს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერაში მას შემდეგ, რაც მე ინგლისში მომიყვანა. ის მუდამ ჩემს გვერდით იყო და როცა მან გადაწყვიტა ჩემი "მადრიდის რეალში" წამოყვანა , მე საერთოდაც არ დავფიქრებულვარ."
"მამიკო მოუ საერთოდაც არ შეცვლილა. ის ფეხბურთელებისგან მუდამ მაქსიმუმს ითხოვს და ფეხბურთელებიც მუდამ 100%-ით იხარჯებიან. მისი მიზანი კვლავინდებურად ყველა ტურნირის მოგებაა. ის მოგებულის სულის პატრონია და ეს არასდროს არ შეიცვლება."
- 14 ოქტომბერი 2012
- 2 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.