შაჰინი "ინტერმაც" მოინდომა
როგორც იცით, ნური ერთ წლიანი იჯარით გახლავთ "ლივერპულში". შაჰინმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და მერსიაიდული კლუბის ძირითადის ადგილიც მოიპოვა. ინგლისელებმა თურქი ფეხბურთელის გამოსყიდვაც მოისურვეს. სავარაუდოდ ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან ამის გაკეთებას, თუმცა ჯერ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
დღეს, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" შეეცდება ნურის შეძენას. როგორც იცით, "რეალისა" და "ნერაძურის" შორის სატრანსფერო ურთიერთობა საკმაოდ კარგია, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ სამუელის, სნეიდერისა და კამბიასოს მაგალითები. ცნობისთვის შაჰინს "რეალთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული, შესაბამისად რამდენად რეალურია მისი მადრიდიან წასვლა, ეს მეორე საკითხია...
- 12 ოქტომბერი 2012
- 1 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.