ფეხბურთის "ღორის ტილები"
ბევრს გაუკვირდება სათაური , ბევრს არ მოეწონება, მაგრამ მე ჩემ აზრს ვწერ და სათაურიც ჩემი მოფიქრებულია, მოფიქრებული რა–სიმართლე გითხრათ დიდი ხანი არც მიწვალია ამ სტატიისთვის შესაფერისი სათაურის მოფიქრებაზე. ერთი რამ, რაზეც ამ სტატიის წერისას ვწვალობდი, არის ის, რომ ვერ ვპოულობდი იმ სიტყვებს, რომ ზოგ–ზოგიერთების საქციელი კულტური ფორმებით და მაქსიმალური ობიექტურობით აღმეწერა . არ ვიცი, რამდენად ობიექტური ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ამ სტატიის მკითხველი დამეთანხმება. ქვემოთ მოგიყვანთ ორ ფაქტს, რომლებიც თავიანთი დასასრულის მხრივ განსხვავდებიან, მაგრამ საქციელის მხრივ კი ერთმანეთს გვანან.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი ვიწვალე როგორმე "ჩავმჯდარიყავი" სტატიის წერის წესებში და მაქსიმალურად შემეკავებინა თავი ე.წ. "გამოხტომებისგან", რამდენად გამომივიდა თავად შეაფასეთ. მაგრამ არა, როგორც კონკრეტულად რომელიმე მხარის გულშემატკივარმა, არამედ შეხედეთ ამას, როგორც მომხდარ ფაქტს.. ფაქტს, რომელსაც შეუძლებელია ნებისმიერ თქვენგანში პროტესტის გრძნობა არ გაეჩინა... ნებისმიერში ვგულისხმობ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს და ასევე ე.წ. "ფეხბურთის გულშემატკივარს".. კარგად დაუკვირდით, იმიტომ რომ ორი ერთი და იგივე სიტყვებია დაწერილი, მაგრამ აზრი სხვადასხვაა... ისეთივე სხვადასხვაა , როგორც სხვადასხვაა სიყვარული და სიძულვილი , მტერი და მოყვარე და ა.შ.
რა შუაშია "ღორის ტილი"?–აუცილებლად გაუჩნდება ეს შეკითხვა ბევრ თქვენგანს... პასუხი?– არ ვიცი რამდენად ცნობილი ანდაზაა/გამოთქმაა , მაგრამ ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: "ღორის ტილს მუხლებზე ნუ დაისვამ, თორემ თავზე აფოფხდებაო"... იმ დროს და იმ წუთას, როცა მე ესეთი რამე გავიგე, არც კი დავფიქრებულვარ და ვიფიქრე, ასეთი "სისულელე" ნეტა რატომ უნდა დავიმახსოვრო ან ამაში რა აზრია მეთქი... მაგრამ ყველაფერი 180 გრადუსით პირველად მაშინ შემოტრიალდა, როცა ფეხბურთის მაესტრო–ალბათ მიხვდებით ვისზეა საუბარი–მოედანზე მის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციის, როგორც ჩვენში უყვართ ხოლმე თქმა, მსხვერპლი გახდა...
მაშინ ის ადამიანი ბევრმა გააკრიტიკა საკუთარი საქციელის გამო, მათ შორის მეც მეწყინა, რომ ასე მოიქცა, მაგრამ როცა მომდევნო დღეებში მისი სიტყვები გავიგე, მაშინ წარმოდგენა შემეცვალა, შემეცვალა იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ქვია: "პირველ ადგილზე ჩემთვის ოჯახია და შემდეგ კი სხვა ყველაფერი"... აი, ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ იყო ეს ადამიანი მაესტრო. მაესტრო არამარტო ფეხბურთში, არამედ ადამიანობის მხრივაც... ეს იყო და არის კაცი, რომელსაც არ ჭირდება წანამძღვრად "კაცური კაცის" დაყოლება... აი, სწორედ ასეთი მიდგომა განასხვავებს კაცს "კაცური კაცისგან"...
რა მოხდა მაშინ? მაშინ მოხდა ის, რომ ვიღაც იტალიელმა "ფეხბურთელმა", რომელიც არ ვიცი აღნაგობით რამდენად გავს სათაურში მოხსენიებულ არსებას, თავისი საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ქვეყანაზე არაფერი არაა ღირებული, არიან და "ცხოვრობენ" ადამიანები , რომლებიც არ ცემენ არანაირ ავტორიტეტს (ეს სიტყვა სხვანაირად არ გაიგოთ, მაგრამ არც იმაში იქნება რამე პრობლემა თუ ამას სხვანაირადაც შეხედავთ, იმიტომ რომ ის მართლაც იყო ფეხბურთის ავტორიტეტი), არიან და დაიარებიან დედამიწის ზურგზე ისეთები, რომლებისთვისაც ამ ქვეყანაზე ყველაფერი ხელშესახებია.. ასეთებისთვის ყველაფერს ნივთიერი სახე აქვს.. ასეთები ბევრნი არიან დღევანდელ ცხოვრებაში და ასეთები ზოგ ჩვენგანსაც შეხვედრია , მაგრამ რას იზამთ... ასეთია ცხოვრება და ერთადერთი რამ, რაზეც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიფიქროთ, არის ის, რომ არ უნდა ვიქცეთ ერთუჯრედიანებად და ვეცადოთ მაქსიმალურად დავიჭიროთ თავი პრიმატებისგან...
ეს იყო წინათ... ესაა წარსული, რომელიც შეიძლება ბევრმა დაივიწყა , ბევრამ კიდევ არა... ბავშვებს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ ხშირად ეუბნებიან ხოლმე, "განმეორება ცოდნის დედააო" (პირადა მე ასე მეუბნებოდნენ).. ესეც, რომ შევხედოთ არაა ცუდი გამონათქვამი... სწავლა სწავლა, მაგრამ ვაი ისეთ ე.წ. გამეორებას, რისი თვითმხილველნიც მე და თითოეული თქვენგანი (ვინც "მადრიდის რეალისა" და "მილანის" დაპირისპირებას უყურეთ) გავხდით 21 ოქტომბერს... ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით და დავინახეთ, თუ რა "შეუძლია" ისეთ ერთუჯრედიან პრიმიტიულ არსებას, რომელიც ზედმიწევნით შეეფერება ჩემს მიერ ზემოთმოყვანილ ადამიანთა კატეგორიას...
მაინც რა მოხდა?... ზოგისთვის შეიძლება არც არაფერი არ მომხდარა–ასეთებს ვურჩევ ცოტა ფართოდ გაახილონ თვალები და ფართოგახელილი თვალებით უყურონ ფეხბურთს, მერწმუნეთ უფრო ბევრ რამეს დაინახავთ... დაინახავთ, თუ რა დიდი მონდომებით არტყამს ხელს ღლაპი ბავშვი მასზე ასჯერ და ათასჯერ გამოცდილ ფეხბურთელ... ერთია ხელის დარტყმა და მეორე თუ როგორ აკეთებ ამას... ვინც იმსახურებს, იმას კიდეც უნდა დაარტყა , მაგრამ თუ ვაჟკაცი ხარ და არა შორტებჩაცმული "კაცური კაცი" ეს ნათლად და ყველას დასანახად უნდა გააკეთი და არა მალულად... მე მალულად ღალატი გამიგია და არა თუნდაც ხელის თავში დარტყმა... მაგრამ ყველა ასე რომ მოიქცეს, რა უნდა ქნას იმ (არა)კაცმა , რომელსაც ამის გამბედაობა არ ყოფნის?...ეს საქციელი მე ყველაზე მეტად მაგონებს იმ ღლაპი ბავშვის საქციელს, რომელიც ჩუმად მიეპარება ხოლმე მამამისის/ბაბუამისის ტოლა კაცს და პანჩურს ამოარტყამს... მეორე დღეს კი სასმისით ადამიანობის სადღეგრძელოს სვამს...
რისი შეეშინდა რონალდინიოს?(არ მინდოდა ამ ფეხბურთელის სახელის ხსენება, მაგრამ სხვა გზა არაა).. რატომ ჩაარტყა მან მიპარვით ხელი რაულ გონსალეს ბლანკოს? რის გამო უნდა გაეკეთებინათ ეს იმ ფებხურთელისთვის, რომელიც მიუხედავად მისი ასაკისა აგრძელებს რეკორდების დამყარებას, ფეხბურთელისთვის, რომელიც ცოცხალი ლეგენდაა... ფეხბურთელისთვის, რომელზეც თბილ სიტყვებს არ იშურებენ საფეხბურთო ელიტის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: პელე, ბეკენბაუერი, დი სტეფანო, მიშელ პლატინი და ა.შ. მე ვიტყვი და ამ სიტყვებითაც დავამთავრებს სტატიის წერას (დაეთანხმებით თუ არა თქვენი საქმეა:
"ისევე როგორც ჟანგი შეჭამს რკინას, ესევე შური ძირს უთხრის ადამიანის სულს"....
- 23 ოქტომბერი 2009
- 4 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.