იოზილი - რონალდუს საუკეთესო ასისტენტი
ის, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და მესუთ იოზილს საოცარი ურთიერთგაგება სუფევს, განვლილ "ელ კლასიკოშიც" დადასტურდა.
შეხვედრის 65-ე წუთზე, პორტუგალიელმა გოლეადორმა, გერმანელი ნახევარმცველის შესანიშნავი პასი გოლად აქცია.აღსანიშნავია, რომ თურქი ფესვების მქონე ფეხბურთელის პასით, რონალდუმ 4-ჯერ ზედიზედ გაიტანა "კლასიკოში," ხოლო 16-ჯერ პრიმერა დივიზიონში (ყველა ტურნირზე 21).
იოზილის გამადრიდელების შემდეგ, კრიშტიანუმ 94-ჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგე.აქედან 17%-ის შემთხვევაში, რონიმ მესუთის ასისტით გაიტანა, 7%-ში მონაწილეობა დი მარიამ მიიღო, ხოლო 5%-ში ბენზემამ.
"მანჩესტერში" ასპარეზობის ჟამს, რონალდუს გიგზი ამარაგებდა პასებით.6 სეზონის განმავლობაში, ეულსელმა მხოლოდ 16-ჯერ გაატანინა თანაგუნდელს.
იოზილი-რონალდუს ტანდემი საუკეთესოა 21-ე საუკუნის "რეალში."მათ შემდეგ მოდიან, ზიზუ-რონალდო.ფრანგის გარჯით მხოლოდ 16 შემთხვევაში მოახერხა ბრაზილიელმა გოლის გატანა.
ცნობისთვის, მესუთ იოზილს, "ბლანკოსის" მაისურით 51 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru, as.com
- 11 ოქტომბერი 2012
- 2 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.