ზამთარში "მილანი" და "სან-პაuლო" კაკას შეძენას შეეცდებიან
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იანვარში "მილანი" და "სან-პაuლო" გეგმავენ მოლაპარაკებები აწარმოონ მადრიდის "რეალთან" რიკარდო კაკას ტრანსფერის საკითხზე.
სეზონი კაკასთვის როგორც მოსალოდნელი იყო ისე დაიწყო, თუმცა შემდეგ მოურინიომ შანსი მისცა ბრაზილიელს და მანაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
თუმცა, რიკის ბედი მადრიდში დღემდე გაურკვეველია. თავის მხრივ "მილანს" რომელსაც იტალიის ჩემპიონატში უზარმაზარი პრობლემები აქვს, მზად უნდა იყოს კაკას შესაძენად. ბრაზილიელი ნამდვილად საჭირო ფეხბურთელი გახლავთ კრიზისში მყოფი "როსონერისათვის".
ამავდროულად "სან-პაულომ" დაკარგა ლუკას მოურა, რომელმაც "პსჟ"-ს მიაშურა. ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა სიცარიელის კაკათი შევსებას გეგმავს.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 11 ოქტომბერი 2012
- 1 331
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.