გუტი: " რონალდუს და მესის ერთად თამაში შეუძლიათ "
მადრიდის "რეალის" ლეგენდამ კარიერა დაასრულა , მაგრამ ის არ აპირებს ჩამოშორდეს საფეხბურთო სამყაროს . ხოსე მარიამ , რომელიც მუშაობს რადიო "Cadena Cope"-ში წამყვანად განაცხადა , რომ მომავალში აპირებს სპორტული დირექტორი გახდეს .
გუტი მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე ფეხბურთელის რანგში ,ახლა კი გადაწვიტა, რომ თავი ახალ ამპლუაში მოსინჯოს. Marca-სთან ინტერვიუში გუტიმ თავის გეგმებზე ისაუბრა ...
რატომ სპორტული დირექტორი ?
" მე დავასრულე კარიერა ,თუმცაღა არ მინდა ფეხბურთს ჩამოვშორდე . მე მინდა გავხდე სპორტული დირექტორი, რაც მომცემს იმის შესაძლებლობას , რომ გავიგო რას წარმოადგენს კლუბი მოედნის გარეთ".
თუ გექნებოდათ არჩევანი მესისა და რონალდუს შორის , ვისთან გააფორმებდით კონტრაქტს ?
"მნიშვნელობა არ აქვს , ორივე დიდებული ფეხბურთელია, საუკეთესონი მსოფლიოში . თუ მე მომეცემოდა შანსი ორივეს შეძენისა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებდი"
თქვენ ფიქრობ , რომ მათ ერთად თამაში შეუძლიათ ?
"დიახ ,რადგანაც ისინი განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობენ"
როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით , იდეალური მწვრთნელი ?
"ისეთი , რომელიც ფეხბურთს აღიქვამს ,ისეთს როგორიც უნდა იყოს ის . დელ ბოსკე , მიჩელი , ლაუდრუპი , შუსტერი ამ ფილოსოფიის მიმდევარნი არიან".
როგორც მომავალი სპორტული დირექტორი და ყოფილი მოთამაშე ,ვის ისურვებდით თქვენი კლუბის პრეზიდენტად ?
" ფლორენტინო პერესს. ის ,როგორც მართავს სამეფო კლუბს, არის იდეალური".
სპორტული დირექტორი , მწვრთნელი თუ კომენტატორი - ვინ იქნებით მომავალში ?
" მე ბრწყინვალედ ვატარებ დროს რადიოში , ბევრს ვსწავლობ . ვიმედოვნებ , რომ კიდევ ცოტა ხანს ვიმუშავებ ამ სფეროში".
- 10 ოქტომბერი 2012
- 1 894
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.