ლასანა დიარა - "ახალი..."
თანამედროვე ფეხბურთში ბევრია ისეთი ფაქტი, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადარებენ უკვე შემდგარ ვარსკვლავებს.გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გრანდის წინააღმდეგ ჰე-თრიქის შესრულება საკმარისია იმისათვის, რომ შენ გახდე ახალი ზიდანი, ახალი რონალდო, ახალი კაკა და ა.შ.
ცნობისათვის, ყოფილ თუ ახლანდელ მადრიდელებს ადრე დიად მოთამაშეებს ადარებდნენ.მაგალითად: ზინედინ ზიდანი როდესაც კარიერას იწყებდა, საფრანგეთში მას "ახალი პლატინი" უწოდეს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს "ახალი ეუსებიო."ჩვენი სტატიის გმირ, ლასანა დიარამ, უკვე დაიმსახურა ის, რომ მას ვუწოდოთ "ახალი მაკელელე," თუმცა "პოსტის" სათაურზე მაინც შევიკავეთ თავი, ვინმეს შეგვედარებინა ფრანგი ფეხბურთელი.
მაშასადამე, დავიწყოთ საუბარი ლასანა დიარას წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე.
ლასი 1985 წლის 10 მარტს, საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზში, მოევლინა სამყაროს.ფეხბურთელის მშობლები წარმოშობით მალელები იყვნენ.მათი სოციალური მდგომარეობა თავიდან არცთუ ისე სახარბიელო იყო, ამიტომაც დედ-მამამ თავიანთ ვაჟკაცს ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს თავში ის, რომ ადამიანმა ყველაფერი თავისი შრომით უნდა მიაღწიოს.
მომავალი მადრიდელის საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ "პსჟ"-ში დაიწყო.მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ძალიან შრომისმოყვარე იყო, მისი პარიზული კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა.დედაქალაქური გუნდის ბოსებმა არ გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება მოთამაშეს.ამის მთავარი მიზანი იყო, დიარას შეუფერებელი ფიზიკური მდგომარეობა თავის პოზიციასთან (ის 57 კილო იყო და საყრდენის ამპლუისათვის ეს საკმარისად არ ჩათვალეს)."პსჟ"-დან წამოსვლის შემდეგ ლასმა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების ოფისებში დაიწყო სიარული, რათა რომელიმე გუნდში გაეგრძელებინდა კარიერა, თუმცა ის ყველგან დაიწუნეს.ფეხბურთელის მონაცემები ისეთმა გუნდებმა არ მოიწონეს, როგორებიცაა "ლე მანი" და "ნანტი."ამ მდგომარეობამ ლასი ძალზედ დააღონა და მან 16 წლის ასაკში გადაწყვიტა შეეწყვიტა საფეხბურთო კარიერა და ხელ მიეყო სწავლისათვის.მისდა სამწუხაროდ, 18 თვის განმავლობაში "ოფსაიდში" იდგა, მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ მას ბედმა გაუღიმა.ამჯერად ფეხბურთელის საკუთარ გუნდში აყვანაზე თანხმობა განაცხადა ს.კ. "გავრმა," რომელიც არა თავისი მიღწევებით, არამედ კარგი საფეხბურთო აკადემიით არის ცნობილი (ამ კლუბის აღზრდილნი არიან მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები: ნ'ზოგბია და სინამა პანიოლი).
შროსმისმოყვარეობით ცნობილმა ფრანგმა, "გავრის" რიგებში ფუძე ადვილად დაიდო, რაც ნამდვილად არ გამოჩენიათ თვალთახედვიდან "ლე მანის," "ნანტის" და "პსჟ"-ს სკაუტებს.ფრანგულ გუნდებთან ერთად ფეხბურთელებისადმი დაინტერესებას ევროპული გრანდებიც გამოთქვამდნენ.საბოლოოდ კი ჟოზე მაურინიომ დაადგა თვალი ლასანას: "მაურინიომ მითხრა, რომ ის ჩემში მაკელელეს მომავალს ხედავს, რამაც ძალზედ გამახარა.ჩემთვის კლოდი კუმირია და მასთან ერთად, ერთ გუნდში თამაში დიდი პატივია" - დასძინა მაშინ ლასმა.
2005 წელს "ჩელსიმ" ფეხბურთელი 1 მილიონ ევროდ შეიძინა.მიუხედავად იმისა, რომ მას გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა 2005-2006 წლების სეზონში "არისტოკრატების" შემადგენლობიდან საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე იყო.ის ლონდონურ კლუბში ძალიან თბილად მიიღეს.ფეხბურთელის თქმით, მისი საუკეთესო მეგობარი ჟერემი გახდა, რომელიც მას ყველაფერში ეხმარებოდა (დიარა მას მეორე მამას ეძახდა).ფეხბურთელი ასევე არ მილავადა სიპმატიას მაურინიოს მიმართა: "ის რთულ პერიოდში ყოველთვის გვერდით მიდგას."
2006-2007 წ.წ. "ჩელსიში" ტრამვების ეპიდემიამ დაისადგურა.ამან განაპირობა ის, რომ ლასს უფრო დიდ დროს ატარებდა მოედანზე.მწვრთნელი მას არა მხოლოდ საყრდენის, არამედ მარჯვენა მცველის პოზიციაზეც ათამაშებდა ხოლმე, თუმცა ეს უკანასკნელი ამპლუა ფრანგისათვის არცთუ ისე წარუმატებელი გამოდგა, რამეთუ ის ხშირად ივიწყებდა დაცვას და შეტევაში მიდიოდა.2007 წელს შედგა დიარას დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხბურთელის განვითარება აბრამოვიჩის მფარველობის ქვეშ მყოფ გუნდში წარმატებულად მიმდინარეობდა, მაგრამ მაურინიოს გუნდიდან წასვლამ, მოთამაშის მომავალს "ჩელსიში" წერტილი დაუსვა.ახალი მწვრთნელთან მან ნდობა ვერ მოიპოვა და იძულებული გახდა სხვა გუნდი მოეძებნა.
მაშასადამე, 2007 წლის ზაფხულში ის "მეთოფეთა" რიგებში აღმოჩნდა.კარგად მოგეხსენებათ, რომ არსენ ვენგერი ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას უთმობს და მან იმჯერადაც არ გაუშვა შანსი ხელიდან, გუნდში მოეყვანა ძალზედ პესპექტიული ფეხბურთელი.
"კმაყოფილი ვარ ვენგერით.მე მომწონს ეს გუნდი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო და გუნდს სარგებელი მოვუტანო" - განაცხადა ლასმა "არსენალში" გადასვლის შემდეგ.მიუხედავად ფეხბურთელის დიდი შემართბეისა და გუნდის თავკაცის დიდი იმედებისა, დიარას მდგომარეობა ლონდონურ კლუბში კარგი ნამდვილად არ იყო.2007-2008 წლების სეზონში ის მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა მოედანზე.ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ ვენგერმა ფეხბურთელი სათანადოთ ვერ გამოიყენა, რასაც ლასის შემდეგი კომენტარი მოყვა 2008 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე: "გადავწყვიტე დავტოვო "არსენალის" რიგები.მე "ჩელსიდან" წამოსვლის შემდეგ აქ ძირითადში დამკვიდრების იმედი მქონდა, მაგრამ მწვრთნელი არ მენდობა."
ზემოდხსენებული განცხადების შემდეგ, პრემიერ ლიგის რიგმა გუნდებმა ფეხბურთელისათვის ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ ფრანგმა "პორტსმუთს" მიაშურა, სადაც იმ დროს გუნდს რედნაპი თავკაცობდა: "მე 22 წლისა ვარ და მსურს ძირითადში ადგილის დამკვიდრება.არანაირი პრეტენზია არა მაქვს ჩემს ყოფილ გუნდთან და მის მწვრთნელთან.ბევრისათვის ჩემი ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ წინ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოდის და მსურს მივიღო დიდი სათამაშო პრაქტიკა."
2008 წლის 11 იანვარს "პორტსმუთმა" ოფიციალურად წარადგინა ფეხბურთელი."ლურჯებმა" მასში 5.5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.ახალ გუნდში ლასანამ მიიღო ის რაც უნდოდა.მისდა სახიარულოდ გუნდმა იმავე წელს მოიპოვა ინგლისის თასი (ეს ტიტული ნებისმიერი ბრიტანელისათვის ძალიან საამაყოა), ხოლო დომენეკმა კი ის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.
2008-2009 წლის სეზონის პირველ ნახევარში ლასი საკუთარი გუნდის ნამდვილი ლიდეირ გახდა.ეს ნამდვილად არ გამორჩენია მადრიდის "რეალს," რომელმაც 2009 წლის ზამთარში ინგლისურ მხარეს მიმართა და რამდენიმე დღეში 18 მილიონად შეიძინა "ახალი მაკელელე."აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსი" ყოველთვის დიდ ფულ ხარჯავს ფეხბურთელის შეძენაში, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ამ ტრანსფერის ღირებულებამ ნამდვილად გაამართლა.ცნობისათვის, გეტყით რომ სამეფო გუნდის მთავარი კონკურენტი ამ საკითხში "მან.სიტი" იყო.
"მანჩესტერ სიტიში გაცილებით ბევრის მიღება შემეძლო ყველანაირი თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც რეალის ინტერესის შესახებ გავიგე, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ.იმედია გავამართლებ მადრიდელების იმედებს."
ლასმა 2009 წლის სეზონი "რეალში" 19 თამაშით დაასრულა.ის ნამდვილად მოერგო გუნდს და მისმა კარგმა თამაშმა სრულიად ესპანეთი აალაპარაკა.აღნიშნული სეზონის ბოლოს ფეხბურთელი ლა ლიგის აღმოჩენად დაასახელეს.ის ნომინირებული იყო საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულის მოპოვებაზე.
ალბათ დამეთანხმებით, რომ "რეალმა" ლასანა დიარას შეძენიც ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღო.როგორც იქნა, გუნდში მაკელელეს ღირსეული შემცვლელი გამოჩნდა.იმედია, გავა წლები და საფრანგეთში გამოჩნდება მოთამაშე, რომელსაც "ახალ ლასანა დიარას" უწოდებენ!
- 23 ოქტომბერი 2009
- 2 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.