კაკა: "მოხარული ვარ ნაკრებში დაბრუნებით"
როგორც იცით, რიკარდო კაკა ორ წლიანი პაუზის შემდგომ ნაკრებში გამოიძახეს. ბრაზილიელმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
"ნაკრებში მოღვაწეობას ახალი ფურცლიდან ვიწყებ. მოხარული ვარ, რომ "სელესაოს" რიგებში დავბრუნდი."
"თითქმის ერთი წლის განმავლობაში ტრავმა მქონდა, მაგრამა ხლა სრულიად ჯანმრთელად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ "რეალის" რიგებში გამოვიჩინო თავი."
"ბრაზილიის ნაკრები სულ სხვაა. ფეხბურთელთა უმრავლესობასთან არ ვარ შეთამაშებული, მეტიც უმეტეს მათგანს არც კი ვიცნობ, თუმცა არიან ძველი თანაგუნდელებიც."
"ახლა უკვე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვფიქრობ, ძალიან მინდა მუნდიალზე კიდევ ერთხელ თამაში."
- 9 ოქტომბერი 2012
- 1 933
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.