ბელორუსია - ესპანეთი - სკანდალი მატჩის გაშუქებაზე
ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპის ეგიდით მინსკს ეწვევა და ბელორუსიის წინააღმდეგ გამართავს მატჩს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მატჩის გაშუქებაზე პრობლემები შეიქმნა. გერმანულმა კომპანია Sportfive-მა მატჩის გაშუქების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. კულუარული ინფორმაციით, ამაში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ახლა 3 მილიონად ყიდის.
დღეს, სხვადასხვა კომპანიებმა ბელორუსიის მახრეს მატჩის გაშუქების შესახებ მიმართეს, თუმცა პასუხად უარი მიიღეს. თუკი 48 საათის განმავლობაში ან ერთმა მხარემ ფასს არ დაუკლო, ან მეორემ დასახელებული თანხა არ გადაიხადა მატჩი პირდაპირ ეთერში არ იქნება.
ცნობისთვის, მსგავსი პრობლემა გახლდათ საქართველო-ესპანეთის მატჩზე, თუმცა მაშინ ყველაფერი უმოკლეს დროში მოგვარდა...
- 9 ოქტომბერი 2012
- 3 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.