"ერკულესი" 2-4 "კასტილია"
ალბერტო ტორილის შეგირდებმა, გუშინ, ალიკანტეში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს...
"სეგუნდა" დივიზიონის მერვე ტურის მატჩში "კასტილია" ალიკანტეს სტუმრობდა, სადაც "ლა ლიგიდან" გავარდნილ, ადგილობრივ "ერკულესს" დაუპირირსპირდა. მატჩი მადრიდელთათვის კოშმარულად დაიწყო. მატჩის ნახევარი საათის თავზე ალბერტო ტორილის შეგირდები 0-2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე გაშებული გოლიდან 2 წუთში ჩერიშევმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
მეორე ტაიმი მთლიანად სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მადრიდელებმა 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. თავი კასადომ, მორატამ და ხესემ გამოიჩნეს. ამ გამარჯვებით "კასტილიამ" 12 ქულას მოუყარა თავი და ცხრილის მეთერთმეტე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდელთა ანგარიშზე 4 გამარჯვება და 4 წაგება გახლავთ. ჯერ-ჯერობით "კასტილიას" ფრედ არ დაუსრულებია მატჩი.
- 9 ოქტომბერი 2012
- 1 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




